ლიონელ მესი: "გაოცებული ვარ"

ლიონელ მესი: "გაოცებული ვარ"

ლიონელ მესიმ განცხადება გააკეთა არგენტინის ნაკრების საკმაოდ ლამაზ სტილში ნაჩვენებ გახსნით მატჩთან დაკავშირებით. სადაც მათ ნიგერიის ეროვნული ნაკრები დაამარცხეს და დიდი ნაბიჯი გადაგეს ჯგუფიდან გასვლისათვის.
მსოფლიოს საუკეთესო ფეხბურთელი შეუდარებელი იყო მთელი მატჩის განმავლობაში. მთელმა გუნდმა შესანიშნავად ითამაშა, თუმცა მათ მხოლოდ მცველი გაბრიელ ჰეინცეს მიერ გატანილი ერთადერთი გოლით იმარჯვეს. მთლიანობაში კი მატჩი ძალზედ სანახაობრივი გამოდგა. მოედანზე შეკრებილმა 55 686 მაყურებელმა და მილიონობით ტელემაყურებელმა საკმაოდ ლამაზი დაპირისპირება იხილა, რადგან ნიგერიასაც ჰქონდა რამდენიმე დასამახსოვრებელი მომენტი მეტოქის კართან.
ლიონელ მესიმ უამრავი ბრწყინვალე მოძრაობა გააკეთა მთელი თამაშის მანძილზე, ბევრ აფრიკელ ფეხბურთელს გასცდა და ბევრჯერაც საკუთარ სტილში, ტექნიკურად დაარტყა, მაგრამ ნიგერიელთა მეკარე ვინსენტ ენიემა ისეთ გასაოცარ ბურთებს იღებდა, რომ ბევრ სუპერ-კლასის მეკარესაც კი შეშურდებოდა. მწვრთნელ დიეგო მარადონას გადაწყვეტილებით მესი ხშირად ცვლიდა შეტევის ფლანგს და ცენტრიდანაც ხშირად უტევდა, თუმცა ეს საკმარისი არ აღმოჩნდა მეტოქის კარის დასალაშქრად.

ერთ ერთმა სამხრეთ აფრიკაში ჩასულმა ჟურნალისტმა მატჩის დასრულების შემდეგ ისიც კი განაცხადა, რომ მესის დარტყმები "სეტყვასავით ცვიოდა", თუმცა მეკარე ენეამას არცერთი შეცდომა არ დაუშვია ამ დარტყმების შემდეგ და მესისი პირველი გოლი ამ მსოფლიო ჩემპიონატზე დროებით გადაიდო.

"როდესაც მეტოქის საჯარიმოსთან ხარ მთელი თამაშის მანძილზე და უამრავ მომენტს ქმნი, მიუხედავად ამისა საჭირო რაოდენობის გოლი ვერ გაგაქვს, შესაძლებელია მეტოქემ ფრეს მიაღწიოს. ეს, რომ ასე მომხდარიყო ნიგერიელთა მეკარის დამსახურება იქნებოდა." განაცხადა დიეგო არმანდო მარადონამ მატჩის შემდგომ პრესკონფერენციაზე.

მან აგრეთვე შეაქო ნიგერიის ეროვნული ნაკრები: "ლიონელ მესიმ და იგუაინმა წელს 60-ზე მეტი გოლი გაიტანეს, დღეს კი ნიგერიამ შეძლო ის, რომ მათ ვერ მოახერხეს მეტოქის კარის აღება."

ლიონელ მესიმ სინანულით აღნიშნა: "გაოცებული ვარ, თუ როგორ ვერ შევძელი გოლის გატანა, მე ამისათვის ყველაფერი გავაკეთე."

ნიგერიელთა შვედმა მწვრთნელმა ლარს ლაგერბეკმა პრესასთან საუბრისას განაცხადა: "ძალიან იმედგაცრუებული ვარ, მიუხედავად იმისა, რომ შანსები გვქონდა თამაში მაინც წავაგეთ, მინდა მადლობა გადავუხადო ყველა ჩემ ფეხბურთელს, რომლებმაც ყველაფერი გააკეთეს რაც შეეძლოთ. ჩვენ ვიბრძოლებთ შემდეგ თამაშებში."

www.soccerway.com

  • ტეგები
    გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 0 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.