გეოგრაფის დღიური - კეიპტაუნი, "კეიპ-ტაუნ სთედიუმი"

გეოგრაფის დღიური - კეიპტაუნი, "კეიპ-ტაუნ სთედიუმი"

კეიპ-ტაუნი სამხრეთ აფრიკის სიდიდით მეორე ქალაქია იოჰანესბურგის შემდეგ.
ქალაქში 3,4 მილიონი ადამიანი ცხოვრობს. კეიპ-ტაუნი მდებარეობს ნახევარკუნძულზე და ქალაქი სამი მხრიდან ოკეანითაა გარშემორტყმული.
კეიპ-ტაუნი იოჰანესბურგის აგებამდე უდიდესი ქალაქი და უმნიშვნელოვანესი ადმინისტრაციული ცენტრი იყო სამხრეთ აფრიკაში, დღეისათვის ქალაქში განთავსებულია ქვეყნის საკანონმდებლო ორგანო პარლამენტი.

გეოგრაფის დღიური - კეიპტაუნი, "კეიპ-ტაუნ სთედიუმი"



კეიპ-ტაუნი ყველაზე ცნობილი ქალაქია სამხრეთ აფრიკაში ტურისტებისათვის, ქალაქში არის "კეთილი იმედის კონცხი", რომლამდეც პირველმა ევროპელმა XVI საუკუნეში მიაღწია. ეს ევროპელი პორტუგალიუელი მოგზაური ვასკო და გამა გახლდათ. "კეთილი იმედის კონცხი" მიიჩნევა აფრიკის კონტინენტის უკიდურეს სამხრეთ წერტილად.
ქალაქი გამოირჩევა ძალიან ლამაზი არქიტექტურით და მდებარეობით, მის ერთ მხარეს აღმართულია მაღალი მაგიდისებური მთები, ხოლო მეორე მხარეს გადაჭიმულია უკიდეგანო ატლანტის ოკეანე.

"კეიპ-ტაუნ სთედიუმი"


"კეიპ-ტაუნ სთედიუმი" ერთ-ერთი ულამაზესი სტადიონია აფრიკის კონტინენტზე, ის მსოფლიო ჩემპიონატისათვის განახლდა, მისი რეკონსტრუქცია 2007 წელს დაიწყო და 33 თვე დაჭირდა მის საბოლოო სახის მიცემას.



სტადიონის აღდგენა 415 მილიონი ამერიკული დოლარი დაჯდა და დაიგეგმა აქ 8 მატჩის ჩატარება მსოფლიო ჩემპიონატის ეგიდით. აქედან 1 მატჩი უკვე გაიმართა, სადაც საფრანგეთის ეროვნული ნაკრები ურუგვაის ნულოვანი ფრით დაუზავდა.
თავდაპირველად სტადიონის ტევადობა 18 000-ამდე აღწევდა, ხოლო დღეისათვის მისი ტევადობა 70 000 ადგილია.



მისამართი: ვლეი როუდი, მწვანე კონცხი
ქალაქი: კეიპ-ტაუნი
ელ. ფოსტა: [email protected]
ვებსაიტი: http://www.greenpointstadiumvc.co.za
ტევადობა: 70 000

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 0 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.