"ლა მასიას" საუკეთესო 11 ფეხბურთელი

"ლა მასიას" საუკეთესო 11 ფეხბურთელი

 

"ბარსელონას" ისტორიაში პირველად კვირას მოედანზე გუნდი სრულად "ლა მასიაში" აღზრდილი მოთამაშეებით იყო დაკომპლექტებული. ესენი არიან: ვიქტორ ვალდესი, მარტინ მონტოია, ხერარდ პიკე, კარლეს პუიოლი, ჟორდი ალბა, სერხიო ბუსკეტსი, ჩავი ერნანდესი, სესკ ფაბრეგასი, ლეო მესი, ანდრეს ინიესტა და პედრო როდრიგესი. ქვემოთ კი ამ ფეხბურთელების ისტორიას შემოგთავაზებთ:

 – ჩავი ერნანდესი კლუბში ყველა დიდი ხანია იმყოფება. "ბარსელონაში" ის 1991 წელს ჩაირიცხა, პირველი გუნდის წევრი კი 1998 წელს გახდა.

 

 – გუნდის კაპიტანი, კარლეს პუიოლი და პედრო როდრიგესი ის მოთამაშეები არიან, რომლებმაც ყველაზე ცოტა დრო დაჰყვეს ასაკობრივ გუნდებში. მათ მხოლოდ "ჟუვენილ ა"–ში, "ბარსა ც"–სა და "ბარსა ბ"–ში იასპარეზეს.

 

 – მარტინ მონტოიამ კი ყველაზე მეტ ასაკობრივ გუნდში ითამაშა. მისი პირველი ეტაპი "ბენჟამიში" თამაში იყო, მას შემდეგ მან 10 სხვადასხვა ასაკობრივი გუნდი შეიცვალა "ბარსა ბ"–ში მოხვედრამდე.

 

 – ხერარდ პიკემ და ჟორდი ალბამ კლუბში ძალიან ადრეულ ასაკში დაიწყეს ასპარზობა.

 

 – ვალდესი, პიკე, ალბა და სესკი კლუბში სხვა გუნდებში ასპარეზობის შემდეგ დაბრუნდნენ. ვალდესი "ბარსაში" 1992 წელს ჩაირიცხა, თუმცა ოჯახური მიზეზების გამო მას მალევე მოუწია "ტენერიფეში" დაბრუნება.

 

ვიქტორ ვალდესი

კლუბში ჩაირიცხა: 1995 წელს

დაიწყო კარიერა: "ინფანტილი"

რაოდენობა ასაკობრივი გუნდების, რომლებშიც იასპარეზა: 7

 

მარტინ მონტოია

კლუბში ჩაირიცხა: 1999 წელს

დაიწყო კარიერა: "ბენჟამი"

რაოდენობა ასაკობრივი გუნდების, რომლებშიც იასპარეზა: 10

 

ხერარდ პიკე

კლუბში ჩაირიცხა: 1997 წელს

პირველ გუნდში: 2008 წლიდან

დაიწყო კარიერა: "ალევი ბ"

რაოდენობა ასაკობრივი გუნდების, რომლებშიც იასპარეზა:

 

კარლეს პუიოლი

კლუბში ჩაირიცხა: 1995 წელს

დაიწყო კარიერა: "ჟუვენილ ა"

რაოდენობა ასაკობრივი გუნდების, რომლებშიც იასპარეზა: 3

 

ჟორდი ალბა

კლუბში ჩაირიცხა: 1999 წელს

პირველ გუნდში: 2012 წლიდან

დაიწყო კარიერა: "ალევი"

რაოდენობა ასაკობრივი გუნდების, რომლებშიც იასპარეზა: 7

 

სერხიო ბუსკეტსი

კლუბში ჩაირიცხა: 2005 წელს

დაიწყო კარიერა: "ჟუვენილ ბ"

რაოდენობა ასაკობრივი გუნდების, რომლებშიც იასპარზეზა: 4

 

ჩავი ერნანდესი

კლუბში ჩაირიცხა: 1991 წელს

დაიწყო კარიერა: "ალევი"

რაოდენობა ასაკობრივი გუნდების, რომლებშიც იასპარეზა: 7

 

სესკ ფაბრეგასი

კლუბში ჩაირიცხა: 1998 წელს

პირველ გუნდში: 2011 წლიდან

დაიწყო კარიერა: "ალევი"

რაოდენობა ასაკობრივი გუნდების, რომლებშიც იასპარეზა: 5

 

ანდრეს ინიესტა

კლუბში ჩაირიცხა: 1996 წელს

დაიწყო კარიერა: "ინფანტილ ბ"

რაოდენობა ასაკობრივი გუნდების, რომლებშიც იასპარეზა: 6

 

ლეო მესი

კლუბში ჩაირიცხა: 2001 წელს

დაიწყო კარიერა: "ინფანტილ ბ"

რაოდენობა ასაკობრივი გუნდების, რომლებშიც იასპარეზა: 7

 

პედრო როდრიგესი

კლუბში ჩაირიცხა: 2004 წელს

დაიწყო კარიერა: "ჟუვენილ ა"

რაოდენობა ასაკობრივი გუნდების, რომლებშიც იასპარეზა: 3

  • ტეგები
    გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 0 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.