ისტორიაში პირველად – 11 აღზრდილი მოედანზე

ისტორიაში პირველად – 11 აღზრდილი მოედანზე

 

ვიქტორ ვალდესი, მარტინ მონტოია, ხერარდ პიკე, კარლეს პუიოლი, ჟორდი ალბა, სერხიო ბუსკეტსი, ჩავი ერნანდესი, სესკ ფაბრეგასი, ლეო მესი, ანდრეს ინიესტა და პედრო როდრიგესი. ეს ის მოთამაშეები არიან, რომლებიც "ლევანტესთან" შეხვედრაში მე–13 წუთიდან 75–ე წუთამდე მოედანზე ერთად იმყოფებოდნენ. შეხვედრის დასაწყისში დაზიანება მიიღო დანი ალვესმა, რის შემდეგაც ტიტო ვილანოვამ მოედანზე მარტინ მონტოია შეუშვა, ამის შემდეგ კი მოედანზე "ბარსელონას" აკადემიის 11 აღზრდილი იმყოფებოდა, რაც კლუბის ისტორიაში პირველად მოხდა. მოგვიანებით, როცა ალბა შეცვალა ადრიანომ აღზრდილების რიცხვი 10–ამდე შემცირდა.

 

ტიტო ვილანოვას ძირითად შემადგენლობაში, ისევე როგორც პეპ გვარდიოლას დროს ფეხბურთელთა უმეტესი ნაწილი ლა მასიას აღზრდილია, თუმცა გუშინ ისტორიაში პირველად დაფიქსირდა ფაქტი, როცა "ბარსას" 11–ეული კლუბის აღზრდილებით იყო დაკომპლექტებული.

 

"ბარსა" – ბრენდი

 

პირველი გუნდის 24 წევრიდან 16 ფეხბურთელი (და მთლიანი სამწვრთნელო შტაბი) ლა მასიას აღზრილია. ეს შეეხება გუნდის ოთხივე კაპიტანს – პუიოლი, ჩავი, ვალდესი, ინიესტა. გუნდის ვარსკვლავი, ლეო მესი კატალონიურ კლუბში 13 წლის ასაკიდან ასპარეზობს და უკვე 3 "ოქროს ბურთის" მფლობელია. "ბარსელონას" ყველა ფეხბურთელი ადვილად გამოსარჩევია სათამაშო სტილით, ყველა მათგანი ძალიან მაღალ ტექნიკას ფლობს და ბავშვობიდან აჩვევენ, რომ ყველაზე მნიშვნელოვანი ბურთის კონტროლი და შეტევაში წასვლაა.

 

კონსოლიდებული მოდელი

 

"ბარსას" ფილოსოფიას მთელ მსოფლიოში აფასებენ. კატალონიელები ახალგაზრდული სისტემის დონეს ყველაზე პრესტიჟულ ტურნირებზე აჩვენებენ. მაგალითად, ჩემპიონთა ლიგის ფინალში 2009 წელს "ბარსას" ძირითად შემადგენლობაში 7 კანტერანო იმყოფებოდა. ასევე 7 ლა მასიელი იყო ძირითადში 2011 წლის "უემბლის" ფინალში. 2011 წლის მსოფლიოს საკლუბო ჩემპიონატზე კი "ბარსას" ძირითადში კლუბის 9 აღზრდილი იმყოფებოდა.

  • ტეგები
    გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 0 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.