მესი: "მე არ მინახავს გერდ მიულერის თამაში, მაგრამ მითხრეს, რომ ის ნამდვილი ბომბარდირი იყო"

მესი: "მე არ მინახავს გერდ მიულერის თამაში, მაგრამ მითხრეს, რომ ის ნამდვილი ბომბარდირი იყო"

კატალონიის "ბარსელონას" არგენტინელმა თავდამსხმელმა ლიონელ მესიმ კიდევ ერთხელ გამოთქვა სურვილი, რომ კარიერის დასრულება ესპანურ კლუბში სურს, მესიმ ასევე გფრ-სა და "ბაიერნის" ყოფილ ლეგენდაზე გერდ მიულერზეც ისაუბრა. 

 

"მინდა თუ არა რომელიმე პორტუგალიურ კლუბში თამაში ? მე კარიერის დასრულება "ბარსელონაში" მსურს, ამიტომ არცერთ კლუბში გადასვლაზე არ მიფიქრია. 

 

გერდ მიულერი ? მე არასოდეს მინახავს მისი თამაში, მაგრამ მე მითხრეს, რომ ის ნამდვილი ბომბარდირი იყო. მას არ სჭირდებოდა ბევრი რამ, რათა ბევრი გოლი გაეტანა. ის ძალიან საშიში იყო მეტოქის საჯარიმოში." - ციტირებს მესის სიტყვებს barcastuff. 

 
შეგახსენებთ, რომ მესის ანგარიშზე 2012 წელს 80 გოლია, გერდ მიულერმა კი 1972 წელს 85 გოლი გაიტანა. 

 

 

  • ტეგები
    გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 0 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.