ტიტოს "ბარსა" – გოლების გამტანი მანქანა ლა ლიგაში

ტიტოს "ბარსა" – გოლების გამტანი მანქანა ლა ლიგაში

 

ტიტო ვილანოვას გუნდს ლა ლიგის მიმდინარე სეზონში ჩატარებულ 12 შეხვედრაში 39 გოლი აქვს გატანილი, ამაზე უკეთესი მაჩვენებელი 1950/51 სეზონში ფერნანდო დაუჩიკის გუნდს აქვს ნაჩვენები, რომელმაც 42 გოლი გაიტანა. 12 შეხვედრაში 39 გოლი ჰქონდა ასევე გატანილი 1959/60 წლის სეზონში ელენიო ერერას გუნდს.

 

ლეო მესი – გოლების მანქანა

 

ლეო მესის, რომელიც პრიმერას ბომბარდირთა ცხრილს 17 გატანილი გოლით ლიდერობს ლა ლიგის 12 გუნდზე მეტი გოლი აქვს გატანილი. "ბარსამ" 2012/13 წლის სეზონი შესანიშნავად დაიწყო, აიღო 36 შესაძლო ქულიდან 34, გაიტანა 12 შეხვედრაში 39 გოლი (საშუალოდ 3.25 მატჩში), 7–ით მეტი, ვიდრე მეორე საუკეთესო გამტანმა გუნდმა, მადრიდის "რეალმა".

 

 

  • ტეგები
    გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 0 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.