ინიესტა: "რა თქმა უნდა, ვისურვებდი ოქროს ბურთის მოგებას, მაგრამ ჩემთვის ყველაზე მნიშვნელოვანი გუნდური ტიტულებია"

ინიესტა: "რა თქმა უნდა, ვისურვებდი ოქროს ბურთის მოგებას, მაგრამ ჩემთვის ყველაზე მნიშვნელოვანი გუნდური ტიტულებია"

კატალონიის "ბარსელონას" ნახევარმცველმა ანდრეს ინიესტამ განაცხადა, რომ მისთვის ყველაზე მნიშვნელოვანი გუნდური მიღწევები და ტიტულებია, ვიდრე ინდივიდუალური. ესპანელმა ასევე ისაუბრა კატალონიელების სათამაშო სტილზე. 

 

"რა თქმა უნდა სიამოვნებით ვისურვებდი "ოქროს ბურთის" მოგებას, მაგრამ ეს ჩემი ერთადერთი ოცნება არ არის. მე ბედნიერი ვიქნებოდი, მაგრამ ყველაზე უფრო გუნდური ტიტულების მოგება მახარებს და მომწონს. 

 

"ბარსელონას" ფილოსოფია ? ჩვენ ყოველთვის ვცდილობთ ვაკონტროლოთ ბურთი, გავითამაშოთ ლამაზი კომბინაციები და გავაკეთოთ ბევრი პასები. ჩვენი ფილოსოფია - გამარჯვებაა, მაგრამ უპირველეს ყოვლისა ამის გაკეთება ლამაზად." - განაცხადა ინიესტამ. 

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 0 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.