ლეო მესი: 6 დუბლი და 1 ჰეთ–ტრიკი

ლეო მესი: 6 დუბლი და 1 ჰეთ–ტრიკი

 

მან უკვე დაამხო პელეს რეკორდი და კიდევ იტანს გოლებს. ამ სეზონში ლეო შესანიშნავ შესაძლებლობებს გვაჩვენებს და შეხვედრაში უმეტესწილად ერთზე მეტ გოლს იტანს. ლა ლიგაში მან 6 შეხვედრაში შეძლო 2 გოლის გატანა, ასევე მის ანგარიშზეა 1 ჰეთ–ტრიკი. საერთო ჯამში კი გატანილი 15 გოლით ის ლა ლიგის საუკეთესო ბომბარიდია.

 

4 სახლში, 11 გასვლაზე

 

ლეომ საშინაო მატჩებიდან მხოლო ორში გაიტანა გოლი, "რეალ სოსიედადთან" (5:1) და მადრიდის "რეალთან" (2:2). დანარჩენი 11 გოლი მან სტუმრად გაიტანა (2–2 გოლი მან გაუტანა "ოსასუნას", "ხეტაფეს", "რაიოს" და "მალიორკას". "დეპორტივოს" მან ჰეთ–ტრიკი შეუსრულა).

 

უკვე გატანილი 15 გოლით და 7 ბურთით ჩამორჩენა სეზონის შუაში გატანილი გოლების რეკორდს. პრიმერას 19 ტურში შარშან ლეომ 22 გოლის გატანა შეძლო, რაც მისთვის საუკეთესო შედეგია. მიმდინარე სეზონში მას ამ მაჩვენებლის გასაუმჯობესებად 8 შეხვედრა დარჩა.

 

5  გოლი სუპერთასზე და ჩემპიონთა ლიგაში

 

მან 5 გოლი ესპანეთის სუპერთასზე და ჩემპიონთა ლიგაში გაიტანა. მან თითო–თითო გოლი გაიტანა სუპერთასზე მადრიდის "რეალთან" შეხვედრებში. ჩემპიონთა ლიგაში მან 2 გოლის გატანა მოახერხა "ნოუ კამპზე" მოსკოვის "სპარტაკთან" და 1 გოლი გაიტანა "სელტიკთან" მატჩში.

  • ტეგები
    გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 0 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.