"სელტიკი" – "ბარსელონა". ტიტო ვილანოვა მატჩის შემდეგ

"სელტიკი" – "ბარსელონა". ტიტო ვილანოვა მატჩის შემდეგ

 

ტიტო ვილანოვამ ჩემპიონთა ლიგაში გუნდის პირველი მარცხი შეაფასა და "სელტიკს" გამარჯვება მიულოცა სტადიონზე შექმნილ შთამბეჭდავ გარემოში. მწვრთნელი მიიჩნევს, რომ ასეთ გუნდებთან თამაშის მის გუნდს სტილის შეცვლა არ სჭირდება: "ჩვენ ვაკონტროლებდით თამაშს, შევქმენით ბევრი მომენტი, თუმცა არ გაგვიმართლა, მათი მეტოქე ძალიან დამაჯერებელი იყო. ჩვენ გავაკეთეთ ის, რაც ასეთ შეხვედრებში უნდა ვაკეთოთ. ეს არის სათამაშო სტილი, რომლის ხილვაც "ბარსას" გულშემატკივრებს სურთ".

 

ჩვენს თავზე ვართ დამოკიდებულები

 

ვილანოვამ იცის, რომ გუნდმა შემდეგ ეტაპზე გასვლის კარგი შანსი გაუშვა ხელიდან. მიუხედავად ამისა მწვრთნელმა აღნიშნა, რომ "მირჩევნია, რომ მხოლოდ ჩვენს თავზე ვიყოთ დამოკიდებულები". მწვრთნელმა ასევე დაამატა, რომ შემდეგ შეხვედრაში გამარჯვების შემთხვევაში, სადაც გუნდი მოსკოვის "სპარტაკს" ხვდება ასევე შეიძლება 1/8 ფინალში გასვლის განაღდება.

 

პრეს–კონფერენციის ბოლოს მწვრთნელმა საკუთარი ფეხბურთელები შეაქო: "მე მოხარული ვარ მათი თამაშით, რადგან ისინი ბოლომდე იხარჯებოდნენ მატჩის დასრულებამდე".

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 0 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.