კრუიფი: "უმჯობესია აღზრდილებს ენდო, ვიდრე უცხოელებს"

კრუიფი: "უმჯობესია აღზრდილებს ენდო, ვიდრე უცხოელებს"

 

ბოლო დროს ესპანეთში ბევრს საუბრობენ ახალგაზრდული სისტემის შესახებ და მათ შანსებზე, რომლებიც პირველ გუნდში დასამკვიდრებლად ეძლევათ.

 

ყველაზე მეტად ამ საკითხზე "ბარსელონას" და მადრიდის "რეალს" ახსენებდნენ. ამ თემაზე საკუთარი აზრი "ბარსელონას" ყოფილმა მთავარმა მწვრთნელმა, იოჰან კრუიფმაც დააფიქსირა, რომელმაც კანტერას მნიშვნელობა აღნიშნა.

 

"ფეხბურთელებს ხშირად სეიოზული პრობლემები ექმნებათ სხვა კლუბშო გადასვლის დროს. ხშირად ეს ზეწოლა მეტ როლს თამაშობს, ვიდრე ფეხბურთელის დონე. იმ მოთამაშისთვის, რომელიც კლუბში იზრდება პირველ გუნდში თამაში დიდ წეზოლას არ იწვევს. რა თქმა უნდა, შენ იგივე რაოდენობის თანხას ხარჯავ, თუმცა ზუსტად იცი, რა გექნება, ამიტომაც უმჯობესია აქცენტი კანტერაზე გააკეთო. ჩემი სიტყვების დადასტურება არიგო საკის "მილანი", ჩემი დროის "აიაქსი" და დღევანდელი "ბარსელონაა" – განაცხადა იოჰან კრუიფმა.

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 0 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.