ლაპორტა: "გვარდიოლა როსელის გამო წავიდა"

კატალონიის "ბარსელონას" ექს-პრეზიდენტმა, ჟოან ლაპორტამ კიდევ ერთხელ გააკრიტიკა კლუბის ამჟამინდელი პრეზიდენტი სანდრო როსელი. იტყობინება ესპანური პრესა.
ლაპორტამ ასევე განაცხადა, რომ კლუბის ექს-მწვრთნელმა პეპ გუარდიოლამ კატალონიური კლუბი სწორედ სანდრო როსელის და კლუბის ხელმძღვანელობის არაკომპეტენტურობის გამო დატოვა.
"გვარდიოლა იძულებული გახდა დაეტოვებინა კლუბი, გუნდის ხელმძღვანელობის არაკომპეტენტურობის გამო. როსელს ჩემი დისკრედიტაცია სურდა და მხოლოდ ამაზე მუშაობდა იგი სწორედ ამას სცდილობდა. რაც შეეხება ტიტო ვილანოვას მთავარი მწვრთნელის პოსტზე დანიშვნა, ეს მხოლოდ განაპირობა იმან, რომ პანიკა არ შექმნილიყო და თავიდან აერიდებინათ." - განაცხადა ლაპორტამ.
მსგავსი სიახლეები
გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში
ინფორმაცია
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 0 ]