რონალდინიომ ჰეთ-თრიქი შეასრულა

რონალდინიომ ჰეთ-თრიქი შეასრულა

6 ოქტომბერს გაიმართა ბრაზილიის ჩემპიონატის მატჩები, სადაც "ატლეტიკო მინეირომ" უმასპინძლა "ფიგუირენსეს". შეგახსენებთ, რომ მასპინძელთა გუნდში ასპარეზობს კატალონიის "ბარსელონას" ცოცხალი ლეგენდა, რონალდინიო. ვეტერანმა ფეხბურთელმა შეხვედრაში ჰეთ-თრიქი შეასრულა. პირველი გოლი მან საჯარიმოს მისადგომიდან გაიტანა. ულამაზესი მოჭრილი დარტყმა და მორიგი შედევრი გაუჩოსგან. აღსანიშნავია, რომ ბრაზილიელ ფენომენს ამ გოლის შემდეგ ცრემლები წამოუვიდა და ატირდა. მას ისევ ისე უხარია გოლების გატანა, როგორც კარიერის დასაწყისში, სწორედ ესაა პროფესიონალიზმი. ზუსტად 20 წუთში ბრაზილიელმა უზადოდ და ტექნიკურად შეასრულა საჯარიმო დარტყმა, რასაც მოჰყვა გოლი "ფიგუირენსეს" კარში. 62-ე წუთზე კი რონალდინიომ თერთმეტმეტრიანი აქცია გოლად.

 

[media=http://www.youtube.com/watch?v=SCOMYZhEXDQ]

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 0 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.