ადრიანო: ”ჩვენ ქულების დაკარგვის უფლება არ გვაქვს”

ადრიანო: ”ჩვენ ქულების დაკარგვის უფლება არ გვაქვს”


”ბარსელონას” მარცხენა მცველმა, ადრიანო კორეიამ განაცხადა, რომ გუნდს მიმდინარე სეზონში ქულების დაკარგვის უფლება არ აქვს, იტყობინება ესპანური პრესა.

 

ბრაზილიელი ფეხბურთელი ამ დროს კატალონიელების შარშანდელ სეზონში გამოსვლას გულისხმობდა. პრიმერას გასულ სეზონში 38 ტურის შემდეგ ”ბარსელონა” 9 ქულით ჩამორჩა მადრიდის ”რეალს”.

 

ამ მომენტისთვის მადრიდის ”რეალს” 8 ქულით ვუსწრებთ, თუმცა ამაზე გაჩერების უფლება არ გვაქვს, თუმცა ეს კარგი სხვაობაა. ჩვენ ქულების დაკარგვის უფლება არ გვაქვს, რადგან არ განმეორდეს შარშანდელი სიტუაცია. რაც შემეხება მე, თავს ძალიან კარგად ვგრძნობ” - განაცხადა ადრიანომ.

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 0 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.