პედრო ხვალ გაახანგრძლივებს კონტრაქტს


კატალონიის "ბარსელონას" ახალგაზრდა შემტევი, პედრო როდრიგესი ხვალ ახალ კონტრაქტს მოაწერს ხელს, იტყობინება AS. ახალი კონტრაქტის მიხედვით, პედრო როდრიგესი "ბლაუგრანას" ღირსებას კიდევ 5 წელი, 2015 წლამდე დაიცავს. კონტრაქტის გახანგრძლივების შემდეგ, პედრო შეიძლება გახდეს ბოლო ფეხბურთელი, რომელმაც ლაპორტას პრეზიდენტობისას მოაწერა კონტრაქტს ხელი. ასევე პედროს ეკუთვნის ერთი საოცარი რეკორდი. ის გახდა პირველი ფეხბურთელი, რომელმაც 1 სეზონში, 6–ვე ტურნირში გაიტანა გოლი.
წყარო:soccer.ru
მსგავსი სიახლეები
გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში
ინფორმაცია
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 0 ]