ჩავი:"ჯერარდი და ლამპარდი, ჩემთვის ნომერ პირველი ფეხბურთელები არიან"

ჩავი:"ჯერარდი და ლამპარდი, ჩემთვის  ნომერ პირველი ფეხბურთელები არიან"

კატალონიის "ბარსელონასა" და ესპანეთის ნაკრების ნახევარმცველმა ჩავი ერნანდესმა განაცხადა, რომ მას არ გაუკვირდება, თუ მუნდიალზე წარმატებას ინგლისის ბაკრები მიაღწევს. მან ინგლისელთა შემადგენლობიდან განსაკუთრებით ჯერარდი და ლამპარდი გამოყო," იტყობინება ფიფას ოფიციალური საიტი: "ჯერარდი და ლამპარდი, ჩემთვის ნომერ პირველი ფეხბურთელები არიან. მე მიყვარს მათი თამაში, მათ კარგად ესმით ფეხბურთი, ისინი ყოველთის მზად არიან მეტოქის კარის ასაღებად. მე ასევე ისინი იმიტომ მიყვარს, რომ ისინი ჩემს პოზიციაზე თამაშობენ. მე მათ საუკეთესოებად ვთვლი. ინგლისი ჩემთვის ესპანეთივითაა. ისინი, როგორც ჩვენ მუნდიალის ფავორიტებად ითვლებიან. ჩემი აზრით ფავორიტებად ის გუნდები ითვლებიან, რომელთაც ეს ტურნირი უკვე აქვთ მოგებული. ინგლისის მუნდიალზე წარმატების მიღწევა, თავისი მაღალი კლასის ფეხბურთელების და შესანიშნავი მწვრთნელის ხარჯზე შეუძლიათ," დაასრულა ჩავიმ.

 

წყარო:barca.ru

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 0 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.