კარლეს პუიოლი – „„ბარსელონას" „ზვიგენი“

კარლეს პუიოლი – „„ბარსელონას" „ზვიგენი“

გთავაზობთ კარლეს პუიოლის მოკლე ბიოგრაფიას, მისი კარიერის დასაწყისიდან დღემდე.

კარლეს პუიოლმა  თავისი საფეხბურთო კარიერა დაიწყო  მშობლიური ქალაქის - ლა პობლა დე სეგუერის, ამავე სახელწოდების ადგილობრივ კლუბში,  მისმა ტალანტმა მალე მიიპყრო სელექციონერთა ყურადღება და 17 წლის ასაკში ის "ბარსას" აკადემიაში ჩაირიცხა.

კარლესი სწრაფად პროგრესირებდა და აი, 1999 წლის 2 ოქტომბერს შედგა კიდეც მისი დებიუტი "ბარსელონას" შემადგენლობაში, "ვალიადოლიდის"  წინააღმდეგ. მაშინ გუნდის მთავარი მწვრთნელი ლუის ვან გაალი გახლდათ. ამ თამაშში პუიოლი შეცვლაზე შევიდა და მოედანზე 35 წუთი დაჰყო.

ამის შემდეგ იგი უფრო ხშირად ჩნდებოდა მოედანზე და თავდაუზოგავი შრომის წყალობით მან დაიმკვირდა კიდეც ადგილი ძირითად შემადგენლობაში, როგორც ცენტრალურმა მცველმა.

2001-2002 წლების სეზონში პუიოლმა გაიტანა თავისი პირველი გოლი "ვალიადოლიდის" წინააღმდეგ გამართულ მატჩში.

2003-2004 წლების სეზონზე ის არჩეულ იქნა მესამე კაპიტნად. მან უდიდესი როლი ითამაშა გუნდის დაწინაურებაში და ლიდერების სიაში მოხვედრაში ლიგაზე. ამ სეზონში მან მონაწილეობა მიიღო ლა ლიგის 27  და 7 უეფას თასის მატჩში.

2002 წლის სეზონზე პუიოლმა პირველად მოირგო კაპიტნის სამკლავური, ხოლო გუნდის კაპიტანი ის ოფიციალურად 2004-2005 წლის სეზონის დაწყების წინ გახდა.

პუიოლმა თავისი პირველი ჯილოდო  "ბარსელონასთან’ ერთად 2004-2005 წლების სეზონზე მოიპოვა, ეს გახლდათ ლა ლიგის მედალი, რომელიც "ბარსელონამ" ფრანკ რაიკაარდის ხელმძღვნელობით მოიგო, ხოლო კარლესმა, როგორც გუნდის კაპიტანმა, პირველმა აწია ეს თასი კამპ ნოუზე.

2005-2006 წლის სეზონი მან ისევე ჩაატარა, როგორც წინა. "ბარსელონას" კაპიტანს ჰქონდა პატივი კვლავ ეზეიმა ესპანეთის ჩემპიონობა და ეს მან ლა ლიგის დასრულებამდე ერთი ტურით ადრე "ესპანიოლთან" გასამართი მატჩის წინ მოახერხა, ხოლო სეზონის დაგვირგვინება პარიზში ჩემპიონთა ლიგის თასის აწევა გახლდათ, რომელიც პუიოლმა და მთელმა კლუბმა დაძაბულ ბრძოლაში "არსენალის" წინააღმდეგ მოიპოვეს. ამ სეზონში პუიოლმა მხოლოდ 5 მატჩი გამოტოვა, თუმცა ტრავმა არ მიუღია, უბრალოდ მწვრთნელმა რაიკაარდმა მას ამ მატჩებში დასვენების საშუალება მისცა, კარლესმა ამ სეზონში ერთი გოლის გატანა მოახერხა 2005 წლის 30 ოქტომბერს, "რეალ სოსეიდადთან" გამართულ მატჩში. 

შემდეგი 2006-2007 წლის სეზონში პუიოლმა ლა ლიგაში 38 გამართული მატჩიდან 35-ში მიიღო მონაწილეობა. სეზონის ბოლოს სამხრეთ აფრიკაში, ქალაქ პრეტორიაში გამართულ ამხანაგურ მატჩში სერიოზული ტრავმა მიიღო და კლუბს მხოლოდ მომდევნო სეზონში სექტემბრის თვეში შეუერთდა. ამის გამო მან მხოლოდ  ლა ლიგის 30 მატჩში მიიღო მონაწილეობა.

2008-2009 წლის სეზონში პუიოლი დაასახელეს "ბარსელონას" საუკეთესო მცველად, რომელიც მწვრთნელმა პეპ გუარდიოლამ სამ სხვადასხვა პოზიციაზე გამოიყენა სეზონის განმავლობაში. მისი ტრადიციულ ცენტრალური მცველის პოზიცია ჩემპიონთა ლიგის ფინალში შეიცვალა და მან მარჯვენა მცველად ითამაშა "მანჩესტერის" წინააღმდეგ, ხოლო სამეფო თასის ფინალში ის სრულიად მოულოდნელად მარცხენა მცველის პოზიციაზე მოგვევლინა. ის ყველაზე გამოყენებადი ფეხბურთელია "ბარსელონას" შემადგენლობიდან, მას გააქვს გოლები და ერთ ერთი დასამახსოვრებელი აღნიშნულ სეზონში, "სანტიაგო ბერნაბეუზე" გატანილი გოლი იყო "რეალის" წინააღმდეგ. პუიოლი "ბარსელონას" პირველი  კაპიტანია, რომელსაც ჩემპიონთა ლიგის ორი  ტიტული აქვს მოგებული. 

კარლეს პუიოლი ესპანეთის ნაკრების წევრია 2000 წლიდან, ნაკრების მაისურით მას უკვე 82 მატჩი აქვს ჩატარებული, გატანილი აქვს 2 გოლი. კარლეს პუიოლი ესპანეთის ნაკრების შემადგენლობაში თამაშობდა 2002 წლის და 2006 წლის მსოფლიო ჩემპიონატებზე, აგრეთვე 2004 წლის და 2008 წლიე ევროპის ჩემპიონატებზე იცავდა საკუთარი ქვეყნის ღირსებას.

კარლეს პუიოლმა კარიერა მარჯვენა მცველის პოზიციაზე დაიწყო, თუმცა მისი ფიზიკური ძალის გამო მან გაამართლა ცენტრალურ დაცვაშიც. მისი ფიზიკური აღნაგობის და ძალის გამო თავით ბრძოლაშიც კი გამარჯვებული გამოდის მასზე ბევრად მაღალ მოწინააღმდეგესთან. მისი მთავარი ღირსება კი მის პიროვნებაშია, ის ნამდვილი გუნდის ლიდერი და სულის ჩამდგმელია, კარლეს პუიოლი  "ბლაუგრანას" ღირსეული კაპიტანია. ასეთი ფიზიკური ძალის და თავდადების გამო, გულშემატკივრებმა მას მეტსახელად "ზვიგენიც" კი უწოდეს.

 

ტიტულები

 

"ბ ა რ ს ე ლ ო ნ ა"

2009/10 ლა ლიგა

2008/09 ჩემპიონთა ლიგა

2008/09 ლა ლიგა

2008/09 კოპა დელ რეი

2008/09 ესპანეთის სუპერთასი

2008/09 ევროპის სუპერთასი

2008/09 მსოფლიოს საკლუბო ჩემპიონატი

2006/07 ესპანეთის სუპერთასი

2005/06 ჩემპიონთა ლიგა

2005/06 ლა ლიგა

2005/06 ესპანეთის სუპერთასი

2004/05 ლა ლიგა

 

ე რ ო ვ ნ უ ლ ი    ნ ა კ რ ე ბ ი

2008 ევროპის ჩემპიონი

2000 სიდნეის ოლიმპიური თამაშების ვერცხლის მედალი

 

p.s. ეს სტატია დავიწყე მე და გარკვეული მიზეზების გამო ვეღარ დავასრულე, ამიტომ Real-Barcelona 2-6 -მა მიიყვანა ის ბოლომდე (უმეტესი ნაწილი მისია), მაგრამ ცოცხალი თავით არ დადო თავად... :))

 

fcbarcelona.cat

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 0 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.