დავიდ ვილიას მუზეუმი

დავიდ ვილიას მუზეუმი

"ბარსელონას" უკანასკნელმა მრავალმილიონიანმა შენაძენმა ახალ კლუბში გადმოსვლამდე უკვე კარიერის უმაღლეს დონემდე მოწყობა და ნამდვილ სუპერვასრკვლავად ჩამოყალიბება შეძლო, მიუხედავად იმისა, რომ ის ესპანეთის მნიშვნელობით მესამე გუნდში ასპარეზობდა, მანამდე კი სულაც ხიხონის "სპორტინგის" ღირსებას იცავდა. დავიდ ვილიას აქამდე სადაც უთამაშია ყველგან გუილშემატკივართა საყვარელი ფეხბურთელი იყო და იმედი ვიქონიოთ ასე იქნება კატალონიურ გუნდში გადმოსვლის შემდეგაც.
მისი ოჯახისა და მძიმე ბავშვობის შესახებ რამდენიმე დღის წინ მოგიყევით, ახლა კი შევეცდები მისი სახლის ერთ-ერთ ოთახში შეგახედოთ სადაც საკუთარი მუზეუმი აქვს განთავსებული, მუზეუმში 15-მდე ექსპონატია და აქ განთავსებულია ყველა დასამახსოვრებელი ნივთი მისი კარიერის მანძილზე.
დარწმუნებული ვარ მოგეწონებათ და ფეხბურთელი "ბარსელონაში" გადმოსვლის შემდეგ ამ რაოდენობას მინიმუმ გააორმაგებს.

დავიდ ვილიას მუზეუმი


დავიდ ვილიას ფეხის დამცველები





მაისური, რომელიც ეცვა სადებიუტო მატჩში "ვალენსიაში" გადასვლის შემდეგ





ევრო 2008-ზე "კარლსბერგისაგან" მიღებული პრიზი





ბუცები, რომელიც ეცვა ლა კორუნიის "დეპორტივოსთან" გამართულ მატჩში, სადაც მან საოცარი გოლი მოედნის ცენტრიდან გაიტანა





ბურთი ესპანეთის ნაკრების ფეხბურთელთა ავტოგრაფებით, რომლითაც ევრო 2008-ზე დავიდ ვილამ ჰეთ-თრიქი შეასრულა რუსეთის ნაკრების წინააღმდეგ.





ევროპის ჩემპიონატის თასისი იმიტაცია





ნარინჯისფერი ბუცები, რომელიც "ადიდასმა" დაამზადა სპეციალურად დავიდ ვილიასათვის 2006/07 წლების სეზონში.





წითელი ბუცები თეთრი ზოლებით, რომლითაც ფეხბურთელი ასპარეზობდა ავსტრია-შვეიცარიის 2008 წლის ევროპის ჩემპიონატზე.





თეთრი ბუცები, რომლითაც თერთმეტმეტრიანი შეასრულა მილანის "ინტერის" წინააღმდეგ 2006/07 წლის სეზონის ჩემპიონთა ლიგის 1/4 ფინალში.





ოქროს მედალი სპორტული დამსახურებისათვის, რომელიც მას "ვალენსიას" ხელმძღვანელობამ გადასცა ეურო-2008-ის შესანიშნავად ჩატარებული მატჩების შემდგე.





ევროპის 2008 წლის ჩემპიონატის ოქროს მედალი.





ევროპის 2008 წლის ჩემპიონატის ოქროს ბუცი, რომელიც გადაეცა ტურნირის საუკეთესო ბომბარდირ დავიდ ვილიას.





თეთრი ბუცები, რომლითაც დავიდ ვილია ბოლო სეზონში გამოდიოდა





სამახსოვრო ტიტულები, რომელიც კოპა დელ რეის მოგების შემდგე გადაეცა დავიდ ვილიას 2007/08 წლის სეზონში.





ზარას ტროფეი, რომელიც გადაეცემათ ესპანელ ფეხბურთელთა შორის საუკეთეოს ბომბარდირებს.



davidvilla7.com

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 0 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.