"ბარსელონამ" "სევილიასთან" მატჩში კიდევ ერთი რეკორდი დაამხო

"ბარსელონამ" "სევილიასთან" მატჩში კიდევ ერთი რეკორდი დაამხო

"ბარსელონამ" "სევილიასთან" მატჩში კიდევ ერთი რეკორდი დაამხო. კატალონიელებმა წლევანდელ სეზონში 13 გამარჯვება მოიპოვეს გასვლაზე, 4 ჯერ ითამაშეს ფრე და მხოლოდ ერთხელ იწვნიეს მარცხი "ატლეტიკოსთან" 1:2.

ასევე მატჩში დაფიქსირდა რამდენიმე ძალზე საინტერესო ფაქტი:

– "ბარსელონამ" კარის მიმართულებით 19 –ჯერ დაარტყა, ბურთი კარში 8– ჯერ წავიდა. ხოლო "სევილიამ" 7– ჯერ დაარტყა კარის მიმართულებით, აქედან 5 ზუსტად კარში წავიდა.

– ბოიანმა კიდევ უფრო გააუმჯობესა პირადი რეკორდი. მის ანგარიშზე 12 ბურთია.

– ამ მატჩში კიდევ ერთხელ გამოჩნდა, რომ პალოპი მესის წიანაღმდეგ უძლურია. არგენტინელმა კიდევ ერთხელ დაამწუხრა "სევილიელთა" მეკარე.

– მესის ლა ლიგაში უკვე 32 გოლი აქვს. ეჭვი იმაში, რომ მესი "პიჩიჩის" ვერ დაეუფლება აღარავის ეპარება. მაგრამ მესის ერთი ძალზე მიშვნელოვანი ამოცანა დარჩა. მას შეუძლია დაამხოს რონალდოს (ფენომენი) რეკორდი. ბრაზილიელის რეკორდი 34 ბურთს უდრის.

– პედრომ გაიტანა ბურთი 60– დან 75–ე წუთამდე. ეს უკვე მე–8 შემთხვევაა ამ სეზონში, როდესაც პედრიტო ამ დროის შუალედში იტანს გოლს.

– კიდევ ერთხელ პიკემ და პუიოლმა, "ბარსელონას" ცეტრალურმა მცველებმა ისე ჩაამთავრეს თამაში, რომ არ დაჯარიმებულან.

– კატალონიელთა მხრიდან ყველაზე მეტჯერ ბურთს გუნდის სულისჩამდგმელი ჩავიერ ერნანდესი შეეხო – 124. ესპანელი ნახევარმცველი შემდეგ მატჩს "ვალიადოლიდთან" გამოტოვებს მეხუთე ყვითელი ბარათის მიღებისდა გამო.

– ყველაზე მეტჯერ ბურთი დანი ალვესმა მოიგო – 10, კეიტამ – 9.

– უკვე მეხუთედ ამ სეზონში პეპ გვარდიოლამ მოედანზე 8 აკადემიის მიერ აღრზდილი ფეხბურთელი გამოიყვანა. ამ მატჩამდე "ბარსელონამ"  8 აკადემიის მიერ აღრზდილი ფეხბურთელით ითამაშა: "სპორტინგთან", "მალაგასთან", "ვალენსიასთან", "ვილიარეალთან".

წყარო: fcbarcelona.cat

  • ტეგები
    გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 0 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.