მაქსი ლოპესი: ”შესანიშნავი იქნება ბარსელონაში კვლავ დაბრუნება”

მაქსი ლოპესი: ”შესანიშნავი იქნება ბარსელონაში კვლავ დაბრუნება”


”ბარსელონას” ყოფილი ფეხბურთელი, მაქსი ლოპესი ითამაშებს ყოფილი გუნდის წინააღდმეგ გამპერის თასზე ”სამპდორიას” რიგებში.

ლოპესმა აღნიშნა: ”შესანიშნავი იქნება კვლავ ბარსელონაში დაბრუნება და გამპერის თასისთვის ბრძოლა. მოუთმენლად ველი, თუ როდის მოვა ეს დღე”.

ასევე ლოპესმა დიდი მადლობა გადაუხადა ახალ კლუბს: ”მე მინდა მადლობა გადავუხადო პრეზიდენტს და მთელ კლუბს იმისთვის, რომ ეს შანსი მომცეს. მე ძალიან მსურს თამაში და იმის დემონსტრირება, თუ რა შემიძლია. ყველაფერს გავაკეთებ, რათა გუნდის გულშემატკივრები გავახარო”.

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 0 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.