მესი: დასამტკიცებელი არაფერი მაქვს

მესი: დასამტკიცებელი არაფერი მაქვს

კატალონიის "ბარსელონას" ფეხბურთელმა ლიონელ მესიმ არგენტინულ გაზეთ Ole-სთან ინტერვიუში განაცხადა, რომ მზად არის ის დასახული მიზნები შეასრულოს, რომლებიც არგენტინის ნაკრებს აქვს მსოფლიოს 2010 წლის ჩემპიონატზე.  მესიმ ასევე აღნიშნა, რომ როგორც ფეხბურთელი, ის ძალიან შეიცვალა მას შემდეგ, რაც 4 წლის წინ გერმანიის მუნდიალზე იყო.

"ჩემი ნაკრებში ყოფნის განმავლობაში ბევრი რამ ვნახე. ახლა სავსებით მშვიდად ვარ, რადგან ვიცი, რომ დასამტკიცებელი არაფერი მაქვს. მე უბრალოდ უნდა გავიდე მოედანზე და ვითამაშო არგენტინის ნაკრებისთვის, მისი გულშემატკივრებისთვის. რა თქმა უნდა, როდესაც ოთხი წლის წინანდელ მესის ვიხსენებ, ვხვდები, რომ განსხვავება უზარმაზარია. ახლა საკუთარ თავში უფრო მეტად ვარ დაჯერებული. იგივეს თქმა შემიძლია ჩემს თანაგუნდელებზეც, რომლებიც ახლა უფრო მენდობიან", - განაცხადა მესიმ.

წყარო: Championat.ru

  • ტეგები
    გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 0 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.