"ბარსას" ფეხბურთელები ემზადებიან მსოფლიოს ჩემპიონატისთვის

"ბარსას" ფეხბურთელები ემზადებიან მსოფლიოს ჩემპიონატისთვის

2010 წლის მსოფლიო ჩემპიონატი სტარტს აიღებს პარასკევს. კოტ–დ'ივუარისა და ესპანეთის გარდა აბსოლუტურად  "ბარსას" ყველა ფეხბურთელის ნაკრები უკვე სამხრეთ აფრიკაშია. ამხანაგური მატჩების დროს უკლებლივ ყველა "ბლაუგრანას" ფეხბურთელი თამაშობდა და ვარჯიშობდა თავდაუზოგავად. რა თქმა უნდა ყველას მსოფლიოს ჩემპიონობა სურს.

ბოლო ამხანაგური მატჩები

ესპანეთის ნაკრები სამშაბათს გამართავს ბოლო ამხანაგურ თამაშს პოლონეთის ნაკრების წინააღმდეგ. მატჩი საქართველოს დროით 00:00 საათზე დაიწყება. რაც შეეხება ბრაზალიას, მათი მოწინააღმდეგე ტანზანიის ნაკრები იქნება. თამაში საქართველოს დროით ორშაბათს, 19:00 საათზე გაიმართება.

ითამაშებს ტურეს თანაგუნდელი "მუნდიალზე"?!

იაია ტურეს კოტ–დ'ივუარი ძალიან ნერვიულობს მათი მთავარი შემტევი ძალის, დიდიერ დროგბას ტრავმის გამო. დროგბამ იაპონიასთან თამაშის დროს დაიზიანა იდაყვი. მას იქვე, სასწრაფოდ გაუკეთდა ოპერაცია. კოტ–დ'ივუარის ნაკრები და გულშემატკივრები იმედოვნებენ, რომ მათი ვარსკვლავი მოასწრებს გამოჯანმრთელებას პარასკევამდე. შეგახსენებთ, რომ კოტ–დ'ივუარი სიკვდილის ჯგუფში მოხვდა. ისინი ეცდებიან წინააღმდეგობა გაუწიონ დანი ალვესის ბრაზილიას, ასევე პორტუგალიას და სამხრეთ კორეას.

წყარო: fcbarcelona.com 

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 0 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.