"ატლეტიკო" "ბარსას" ახალგაზრდებს "უტევს"

"ატლეტიკო" "ბარსას" ახალგაზრდებს "უტევს"

მადრიდის "ატლეტიკოს" სპორტული დირექტორი ხოსე ლუის პერეს კამინერო სამშაბათს კატალონიაში იყო ჩასული. იგი "ბარსელონას" ხელმძღვანელობას ესტუმრა. მისი მთავარი მიზეზი იყო არენდის სახით წაეყვანა კრისტიან ტელიო, ისააკ კუენკა და სერჟი რობერტო.

 

კამინეროსთან ერთად "კამპ ნოუს" ესტუმრა "ატლეტიკოს" მფლობელი და მმართველი კლემენტე ვილავერდე. სასიხარულოდ, "ბარსას" სპორტულმა დირექტორმა ანდონი სუბისარეტამ სტუმრები უარით გაისტუმრა და თქვა, რომ არც ტელიო, არც კუენკა და არც სერჟი რობერტო არსად წასვლას არ აპირებენ, თუნდაც არენდით.

 

როგორც მოგეხსენებათ, კუენკა "ლურჯ–ბროწეულისფერთა" პირველ გუნდში გამოდის. ახლა მას ტრავმა აწუხებს და დაახლოებით 3–4 თვე დასჭირდება სრულად ფორმაში ჩასადგომად. რაც შეეხება ტელიოს და რობერტოს, ისინი "ბარსა ბ–ს" დატოვების და მთავარ შემადგენლობაში გადასვლის ერთ–ერთი მთავარი კანდიდატები არიან.

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 0 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.