"ბარსელონამ" ტრანსფერებისთვის მხოლოდ 25 მილიონი ევრო გადადო

"ბარსელონამ" ტრანსფერებისთვის მხოლოდ 25 მილიონი ევრო გადადო

კატალონიის "ბარსელონამ" გუნდის ახალ მწვრთნელ ტიტო ვილანოვას საზაფხულო ტრანსფერებისთვის მხოლოდ 25 მილიონი ევრო გამოუყო. დამატებითი ფული ვილანოვას მას შემდეგ გადაეცემა, თუ რომელიმე ფეხბურთელი გაიყიდება ხელსაყრელ ფასად.

 

როგორც მოგეხსენებათ, "ბლაუგრანა" ბევრ მოთამაშეს აკვირდება და განსაკუთრებით სურს მცველის დამატება. ხორდი ალბა, "ვალენსიას" ხელმძღვანელობამ 15 მილიონ ევროდ დააფასა, რაზეც კატალონიელებმა უარი თქვეს და არ აპირებენ ამ თანხის გადახდას. 

 

მოთამაშეები, რომლებიც შესაძლოა გამოყენებულ იქნან ტრანსფერებისთვის დამატებითი ფულის საშოვნელად, არიან: სეიდუ კეიტა, დანიელ ალვეში და იბრაჰიმ აფელაი. 

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 0 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.