მესის 30 რეკორდი 2011-12 წლების სეზონში

  • 1-06-2012, 21:10
  • მესის 30 რეკორდი 2011-12 წლების სეზონში

    2011-12 წლების სეზონში, "ბარსელონას" არგენტინელმა ვარსკვლავმა, ლიონელ მესიმ უამრავი რეკორდი დაამყარა. ზოგი მათგანი ძალიან მნიშვნელოვანია, ზოგიც - ნეკლებად, მაგრამ ფაქტია, რომ გასულ სეზონში, მესიმ სტატისტიკის მოყვარულებს ბევრი საქმე მისცა.

    მაშ ასე, გთავაზობთ, მესის მიერ 2011-12 წლების სეზონში დამყარებული 30 რეკორდის ჩამონათვალს:

    1. მესიმ გაიმეორა პედრო რეკორდი, გაიტანა რა ერთი სეზონის განმავლობაში ექვსივე ტურნირზე გოლი;

    2. მესი გახდა პირველი ფეხბურთელი, რომელმაც ერთი სეზონის განმავლობაში, ექვსივე ტურნირზე, მოახერხა როგორც გოლის გატანა, ასევე შედეგიანი გადაცემის გაკეთება;

    3. მესიმ გააკეთა 29 საგოლე პასი, რაც მისი პერსონალური რეკორდია;

    4. "ბარსას" მე-10 ნომერი გახდა ყველაზე ახალგაზრდა ფეხბურთელი ლა ლიგის ისტორიაში, რომელმაც 150-გოლიან ზღვარს გადააჭარბა;

    5. ლა ლიგის ზედიზედ ექვს საშინაო შეხვედრაში, მესი მოედანს გატანილი გოლის გარეშე არ ტოვებდა. ასეთი სერია არგენტინელს 2-ჯერ ჰქონდა. ეს მისი პერსონალური რეკორდია.

    6. მესიმ გოლის გატანა ლა ლიგის ზედიზედ ათ შეხვედრაში მოახერხა. ამით, მან მარტინის (1942-43) და რონალდოს (1996-97) მიერ დამყარებული საკლუბო რეკორდი გაიმეორა;

    7. "მალიორკასთან" მოგებულ შეხვედრაში (5:0), მესის ჰეთ თრიქის შესასრულებლად 17 წუთი ეყო, რაც "ბარსელონას" ისტორიაში საუკეთსო შედეგია;

    8. ლა ლიგაში, არგენტინელმა 10 თერთმეტმეტრიანი შეასრულა ზუსტად, რითიც რონალდ კუმანის მიერ დამყარებული საკლუბო რეკორდი გაიმეორა;

    9. ლიონელ მესი გახდა "ბარსელონას" მე-2 ფეხბურთელი, რომელმაც "პიჩიჩის" წოდება მეორედ მოიპოვა. პირველად, ეს კინიმ შესძლო. განსხვავება ისაა, რომ კინის მიერ ორივე სეზონში გატანილი გოლები რომ შევკრიბოთ, მესის მიერ გასულ სეზონში გატანილ გოლებზე ცოტა გამოვა;

    10. მესიმ ლა ლიგის ზედიზედ შვიდ გასვლით მატჩში გაიტანა, რაც სამუელ ეტო’ოს რეკორდის გამეორებაა;

    11. "ბარსელონას" მაისურით, მესის 214 თამაში აქვს გამართული, რაც უცხოელ ფეხბურთელთა შორის საუკეთესო შედეგია. ამ მაჩვენებლით, არგენტინელმა ფილიპ კოკუს გადაუსწრო;

    12. გასულ სეზონში, მესიმ 60 თამაში ჩაატარა, რაც მისი პირადი რეკორდია. მან გამოტოვა მხოლოდ სათასო მატჩი "ოსპიტალეტთან", ესპანეთის ჩემპიონატის შეხვედრა ხიხონის "სპორტინგთან" (დისკვალიფიკაციის გამო) და ჩემპიონთა ლიგის თამაში "ბატესთან". ლა ლიგაში, მესიმ 36 თამაში შეუცვლელად ჩაატარა, ხოლო ერთში - შეცვლაზე შევიდა;

    13. ლა ლიგაში, მესიმ 35 გოლი "კამპ ნოუზე" გაიტანა, რაც კიდევ ერთი რეკორდია;

    14. მესიმ 35 გოლზე მეტის გატანა ზედიზედ მე-4 სეზონში მოახერხა, რაც უგო სანჩესის რეკორდის გამეორებაა;

    15. ესპანეთის ჩემპიონატში, მესიმ 8 ჰეთ თრიქი შეასრულა - ეს ტურნირის ისტორიაში საუკეთესო შედეგია;

    16. მთელს სეზონში 14 ჰეთ თრიქი - ეს უკვე "ბარსელონას" რეკორდია;

    17. მესიმ ჩემპიონთა ლიგის საუკეთესო ბომბარდირის წოდება ზედიზედ მეოთხედ მოიგო, რაც აქამდე არასდროს მომხდარა;

    18. ჩემპიონთა ლიგის გასულ გათამაშებაში, მესიმ შვიდ გასვლით შეხვედრაში მოახერხა გატანა. აქამდე, ასეთი მაჩვენებელი მხოლოდ ერნან კრესპოს, იარი ლიტმანენსა და ტიერი ანრის ჰქონდათ;

    19. ჩემპიონთა ლიგის ფინალურ ეტაპზე გატანილი 14 გოლი - ტურნირის ისტორიაში საუკეთესო შედეგი;

    20. ჩემპიონთა ლიგის გასულ გათამაშებაში, მესიმ 3 ჰეთ თრიქი შეასრულა და პიპო ინძაგის რეკორდი გაიმეორა;

    21. ჩემპიონთა ლიგის ფლეი ოფის ეტაპზე, მესის 26 გოლი დაუგროვდა და ამ მაჩვენებლით, იგი რეკორდსმენია. აქამდე, პირველ ადგილს რაული და ანდრეი შევჩენკო იყოფდნენ 18-18 გოლით;

    22. მესი გახდა ყველაზე ახაგაზრდა ფეხბურთელი, რომელმაც ჩემპიონთა ლიგაზე 50 გოლის გატანა მოახერხა;

    23. მესი ჩემპიონთა ლიგის ისტორიაში ერთადერთი ფეხბურთელია, რომელმაც ერთ მატჩში 5 გოლი გაიტანა;

    24. "ოქროს ბუცის" გათამაშებაში პირველად მოხდა, რომ ფეხბურთელმა 100 ქულის დაგროვება მოახერხა;

    25. მესი ესპანეთის სუპერთასის ისტორიაში საუკეთესო ბომბარდირია. მის ანგარიშზე 8 გოლია, რაც აქამდე რეკორდსმენი რაულის მაჩვენებელზე ერთით მეტია;

    26. მესი გახდა მე-2 ფეხბურთელი მიშელ პლატინის შემდეგ, რომელმაც "ოქროს ბურთის" ზედიზედ მესამედ მოგება მოახერხა;

    27. მესი გახდა მე-3 ფეხბურთელი, რომელმაც "ოქროს ბურთი" მესამედ მოიგო. აქამდე, ასეთი მიღწევა იოჰან კრუიფს, მიშელ პლატინისა და მარკ ვან ბასტენს ჰქონდათ;

    28. 253 გოლით, მესი "ბარსელონას" ისტორიაში საუკეთესო ბომბარდირი გახდა. მან 232 გოლის ავტორ სესარს აჯობა;

    29. ლა ლიგის გასულ გათამაშებაში, მესიმ 50 გოლი გაიტანა, რაც მანამდე რეკორდსმენ რონალდუს მაჩვენებელზე 10 ბურთით მეტია;

    30. და ბოლოს - სეზონში გატანილი 73 გოლი. ასეთი რამ ფეხბურთს არ ახსოვს.

    გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    თეგები: მესი
    კომენტარები [ 0 ]
    ინფორმაცია
    მომხმარებლებს, რომლებიც იმყოფებიან ჯგუფში სტუმარი, ამ მასალაზე კომენტარის დამატების უფლება არ აქვთ.
    პარტნიორები
    Flashscore.ge
    Live TV