პედრო: ''პეპმა ჩემი ცხოვრება შეცვალა''

პედრო: ''პეპმა ჩემი ცხოვრება შეცვალა''

კატალონიის ''ბარსელონას'' ფეხბურთელი, პედრო როდრიგესი ინტერვიუში გუნდის თავკაცს მადლობას უხდის. მან აღნიშნა, რომ პეპ გვარდიოლამ შეცვალა მისი ცხოვრება.

 

პედრომ ასევე აღნიშნა, რომ პეპმა ბევრი რამ ასწავლა ცხოვრებაში.

 

''-სეზონი ძალიან გრძელი და დამღლელი გამოდგა. ამით ხალხიც დაიღალა. პეპმა ჩემი ცხოვრება სრულიად შეცვალა. მართალია იგი გვტოვებს, მაგრამ საიმედო ხელში დაგვტოვა. მე მოხარული ვარ, რომ პეპს ტიტო შეცვლის. დარწმუნებული ვარ, რომ პეპის მსგავსი ფილოსოფიის თამაშს ისევ გააგრძელებს გუნდი. განაცხადა პედრომ.

 

პეპი გუნდს უკანასკნელად 25 მაისს უხელმძღვანელებს. ''ბარსა'' კოპა დელ რეის ფინალში ''ბილბაოს'' დაუპირისპირდება.

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 0 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.