ლაპორტა: ”გვარდიოლას დარჩენისთვის საჭირო პირობები არ შეუქმნეს”

ლაპორტა: ”გვარდიოლას დარჩენისთვის საჭირო პირობები არ შეუქმნეს”


ჟოან ლაპორტამ კვლავ გააკრიტიკა კლუბის ამჟამინდელი პრეზიდენტი, სანდრო როსელი. ”ბარსას” ყოფილმა პრეზიდენტმა გადაცემა ”El Mati”-ში სანდრო როსელი პეპ გვარდიოლას წასვლაში დაადანაშაულა.

გვარდიოლა მწვრთნელად დიდხანს უნდა დარჩენილიყო. ვფიქრობ, რომ მას მუშაობისთვის არასაკმარისი პირობები შეუქმნეს”.

ლაპორტამ ასევე ტიტო ვილანოვას დანიშვნაზეც ისაუბრა. მან ამ გადაწყვეტილებას ”პანიკური” უწოდა.

ჩვენ ციკლის შეცვლის წერტილში ვართ. გვარდიოლა არ დარჩა, რადგან ხელმღძვანელების სათანადო მხარდაჭერა არ ჰქონდა”.

ლაპორტამ განაცხადა, რომ მზადაა ”ბარსელონას” მომავალ საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობის მისაღებად. გვარდიოლას შესაძლო დაბრუნების შესახებ მან განაცხადა: ”მას შეუძლია სამუშაოზე დაბრუნება, რომელიც უყვარს. ის კლუბის პრეზიდენტობის ღირსიცაა”.

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 0 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.