"რომა" ბოიანს "ბარსელონაში" დააბრუნებს

"რომა" ბოიანს "ბარსელონაში" დააბრუნებს

იტალიური "რომა" მზადაა, ესპანელი ფეხბურთელი, ბოიან კრკიჩი სამშობლოში დააბრუნოს.

 

როგორც იცით, ესპანელი ახალგაზრდა ფეხბურთელი, ბოიან კრკიჩი არენდის წესით განათხოვრებული იყო იტალიურ "რომაში". ბევრი წინასწარმეტყვლებდა, რომ ბოაიანი იქ კარგად ათამაშდებოდა, რადგან "დედაქალაქელების" მწვრთნელად მისი თანამემამულე ლუის ენრიკე დაინიშნა, თუმცა იმედებმა ვერ გაამართლეს და "რომა" მზადაა, კრკიჩი დააბრუნოს თავის ყოფილ კლუბში. 

 

თუ ბოიანი კატალონიაში დაბრუნდება, დიდი შანსია იმისა, რომ ის მალე სხვა გუნდში გადავიდეს, რადგან როგორც ტიტომ თქვა, მას სხვა გეგმები აქვს ტრანსფერებთან დაკავშირებით. 

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 0 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.