პეპი: ”გუნდი გამარჯვებებს ტიტოსთან ერთად გააგრძელებს”

პეპი: ”გუნდი გამარჯვებებს ტიტოსთან ერთად გააგრძელებს”


”ბარსელონას” მთავარმა მწვრთნელმა, პეპ გვარდიოლამ კომენტარი გააკეთა ”რაიო ვალეიოკანოს” დამარცხების შემდეგ და განაცხადა, რომ ”ბლაუგრანა” კვლავ გააგრძელებს გამარჯვებებს ტიტოსთან ერთად.

ჩვენ ახალგაზრდული გუნდი გვყავს. ტიტო კარგად იცნობს ფეხბურთელებს და დარწმუნებული ვარ, რომ ”ბარსელონა” მისი მეთაურობით ძლიერი ძალა იქნება. ყველას მადლობას ვუხდი ასეთი სიტყვებისთვის, თუმცა მე სამუდამოდ არ მივდივარ და მაინც ვიქნები სადღაც ახლოს”.

პეპმა ასევე ბოდიში მოიახადა გულშემატკივრის წინაშე ტიაგო ალკანტარა და დანი ალვესის ცეკვის გამო: ”კლუბი ბოდიშს იხდის გამომწვევი აღნიშვნის გამო. ეს ”ბარსას” ფეხბურთელებს არ ახასიათებთ და მომავალში აღარ განმეორდება”.

მწვრთნელმა შეაქო პინტოს და პედრო გამოსვლა. ”თუკი პინტო ტრავმას არ მიიღებს თასის ფინალში ის ითამაშებს. 4 წლის განმავლობაში მუდმივად ის გვეხმარებოდა. ასევე ძალიან მოხარული ვარ პედროს გამოსვლით. ის ჩემი ერთ-ერთი ფავორიტი ფეხბურთელია მას შემდეგ, რაც მეოთხე დივიზიონიდან ერთად მოვდივართ”.

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 0 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.