"ბარსას" მსოფლიო თასი: კოტ–დ'ივუარი
ამ დროისათვის კოტ–დ'ივუარი ერთ–ერთი უძლიერესი გუნდია აფრიკის კონტინენტზე. მათ არ წააგეს არცერთი მატჩი "მუნდიალის" შესარჩევ ეტაპზე, იმიტომ რომ ჰყავთ შესანიშნავი ფეხბურთელები: კოლო ტურე, იაია ტურე, დიდიერ დროგბა, სალომონ კალუ და ებუე.
სიკვდილის ჯგუფი
კოტ–დ'ივუარს ძალიან არ გაუმართლა მსოფლიო ჩემპიონატის კენჭისყრაზე. მათ მოუწევთ ებრძოლონ ბრაზილიას, პორტუგალიასა და სამხრეთ კორეას. თუ სპილოს ძვლის კუნძულელები მოახერხებენ და გავლენ ჯგუფიდან, მაშინ მათ მოუწევთ ეთამაშონ ესპანეთის ჯგუფიდან ერთ–ერთს. ასე რომ თუ ეს მართლაც ასე მოხდა, მაშინ იაია ტურეს ჯერ მოუწევს წინააღმდეგობა გაუწიოს დანი ალვესის ბრაზილიას, ხოლო შემდეგ კი თავისი 8 თანაგუნდელით მოასპარეზე ესპანეთს.
სვენ გორან ერიქსონი
კოტ–დ'ივუარმა მხოლოდ და მხოლოდ 1/4 ფინალს მიაღწია აფრიკის თასზე. სწორედ ეს გახდა ვაჰიდ ჰალიჰოჯიჩის გუნდიდან დათხოვის მიზეზი. მისი ადგილი შვედმა, სვენ გორან ერიქსონმა დაიკავა. ერიქსონმა თავის სამწვრთნელო კარიერის დროს მსოფლიო ჩემპიონატზე გაიყვანა მექსიკა და ინგლისი.
2006 წლის თავგადასავალი
2006 წლის მსოფლიო ჩემპიონატი, რომელიც ჩატარდა გერმანიაში, იყო პიველი კოტ–დ'ივუარისათვის. თუმცა მათ კენჭისყრაზე არც მაშინ გაუმართლათ. მათ პირველი და მეორე მატჩი დათმეს არგენტინასთან და ჰოლანდიასთან, ხოლო ბოლო, მესამე თამაშში სპილოს ძვლის კუნძულელებმა დაამარცხეს სერბეთი, მაგრამ, რა თქმა უნდა, ეს არ იყო საკმარისი შემდეგ ეტაპზე გასასვლელად.
წყარო: fcbarcelona.cat
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 0 ]