"ჩელსი":"ბარსელონა" - მიმოხილვა

"ჩელსი":"ბარსელონა" - მიმოხილვა

გუშინ "სტემფორდ ბრიჯზე" ჩემპიონთა ლიგის 1/2 ფინაური დაპირისპირება გაიმართა "ჩელსისა" და "ბარსელონას" შორის. თამაში მასპინძელთა მინიმალური გამარჯვებით დასრულდა - 1:0. მატჩის ერთადერთი გოლის გატანა პირველი ტაიმის დამატებულ წუთზე დიდიერ დროგბამ მოახერხა. მიუხედავად იმისა, რომ მთელი შეხვედრის განმავლობაში მოედანზე კატალონიელები დომინირებდნენ, მათ მეტოქის კარის აღება ვერ შესძლეს.

 

"ბარსელონას" ფეხბურთელებმა კარის მიმართულებით 23-ჯერ დაარტყეს, აქედან ბურთი 6-ჯერ წავიდა კარში, ხოლო ორჯერ მოხვდა ძელს. ლონდონელებმა კარის მიმართულებით სულ 4-ჯერ დაარტყეს, აქედან ბურთი კარში მხოლოდ ერთხელ წავიდა და გოლადაც იქცა.

 

[media=http://www.youtube.com/watch?v=4a1yK0Zcj3o]

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 0 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.