201 გოლი გვარდიოლას ერაში

201 გოლი გვარდიოლას ერაში

მას შემდეგ, რაც "ბარსელონას" მთავარი მწვრთნელი პეპ გვარდიოლა გახდა, გუნდის ლიდერმა, ლიონელ მესიმ შედეგიანობას ძალიან უმატა და 210 შეხვედრაში 210 გოლი გაიტანა. ამის მიზეზი ისაა, რომ გვარდიოლამ ფეხბურთელი მარჯვენა ფლანგს მოაცილა და მას თამაში მეტოქის კართან უფრო ახლოს დაავალა.

გვარდიოლას გუნდში მოსვლამდე, ბოლო სეზონში, მესის 40 თამაშში 16 გოლი ჰქონდა გატანილი. პეპის მთავარ მწვრთნელად დანიშვნიდან პირველივე წელს, არგენტინელმა 51 შეხვედრაში მეტოქეთა კარი 38-ჯერ აიღო. შემდეგ იყო 53 მატჩში 47 გოლი, 55 თამაშში 53 გოლი და მიმდინარე სეზონში, 52 შეხვედრაში უკვე 63 გოლი. გვარდიოლას ხელში მესის პროგრესი თვალშისაცემია.

მიმდინარე სეზონში, მესიმ 41 გოლი ესპანეთის ჩემპიონატში გაიტანა, 14- ჩემპიონთა ლიგაზე, 2 ქვეყნის თასზე, 3 ქვეყნის სუპერთასზე, 1 ევროპის სუპერთასზე და ორიც საკლუბო მუნდიალზე.

ლიონელ მესის კარგი შანსი აქვს მიმდინარე სეზონში კიდევ რამდენიმე რეკორდი დაამყაროს. თუ არგენტინელმა მოახერხა და მეორედ მოიპოვა პიჩიჩის წოდება, იგი ლა ლიგის ერთ სეზონში გატანილი გოლების მიხედვით რეკორდსმენი იქნება. ამავდროულად, იგი "ოქროს ბუცსაც" დაეპატრონება. მესის კარგი შანსი აქვს ჩემპიონთა ლიგის ბომბარდირი ზედიზედ მეოთხედ გახდეს, რაც უნიკალური მიღწევა იქნება. ლიგაზე კიდევ 1 გოლის გატანის შემთხვევაში, იგი ლეგენდარულ ალტაფინის გადაასწრებს და ერთ სეზონში გატანილი ბურთების მხრივ ახალ რეკორდს დაამყარებს. და ყველაზე მნიშვნელოვანი - თუ მესიმ მიმდინარე სეზონში კიდევ 5 გოლი გაიტანა (რისი შანსიც საკმაოდ მაღალია), იგი გერდ მიულერის რეკორდს დაამხობს. ლეგენდარულ გერმანელს ერთ სეზონში 67-ჯერ აქვს გატანილი. ასეთი შედეგით თვით პელეც კი ვერ დაიკვეხნის.

  • ტეგები
    გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 0 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.