აღდგენითი ვარჯიში გამარჯვების შემდეგ

აღდგენითი ვარჯიში გამარჯვების შემდეგ


გუნდმა გუშინდელი გამარჯვების შემდეგ ვარჯიში განაახლა. დანი ალვესი თანაგუნდელებთან ერთად ვარჯიშობდა, ხერარდ პიკე კი განცალკევებით. ”ბარსა ბ”-დან სესიაში მონაწილეობა მიიღეს ბარტრამ, მუნიესამ, მონტოიამ და ტელიომ.

”ხეტაფეს” დამარცხების შემდეგ დღეს, დილის 11 საათზე გუნდმა ”სიუტატ ესპორტივაზე” ვარჯიში განაახლა. ის ფეხბურთელები, რომლებიც გუშინ ძირითადში იყვნენ მსუბუქად იტვირთებოდნენ, დანარჩენები კი სრული ინტენსივობით.

ალვესი გუნდთან ერთად, პიკე განცალკევებით

”ხეტაფესთან” მატჩში პეპ გვარდიოლამ არ ათამაშა დანი ალვესი და ხერარდ პიკე. ორივე ფეხბურთელს კუნთთან დაკავშირებული პრობლემა აწუხებდა და ისინი დაზღვევის მიზნით არ ათამაშეს გუშინდელ შეხვედრაში. ბრაზილიელი დღეს თანაგუნდელებთან ერთად ვარჯიშობდა, ხერარდ პიკე კი ინდივიდუალური პროგრამით მუშაობდა.

სესიაში მონაწილოება ”ბარსელონა ბ”-ს ფეხბურთელებმაც მიიღეს. გუნდთან ერთად იყვნენ მონტოია, მუნიესა და ტელიო - ფეხბურთელები, რომლებმაც გუშინდელ მატჩში მონაწილეობა მიიღეს და მარკ ბარტრა, რომელიც სათადარიგო სკამზე იჯდა.

ხუთშაბათს დასვენება

პეპ გვარდიოლამ ფეხბურთელებს ხუთშაბათს დასვენების დღე გამოუცხადა, ისინი ვარჯიშს პარასკევს, დილის 11 საათზე დაუბრუნდებიან. გუნდი ბოლო ვარჯიშს ჩაატარებს შაბათს, ”ლევანტესთან” გასამართი შეხვედრის წინ. სესიის დასრულების შემდეგ გვარდიოლა პრეს-კონფერენციას გამართავს.

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 0 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.