"ბარსელონა"-"ხეტაფე". ფებურთელები მატჩის შემდეგ

"ბარსელონა"-"ხეტაფე". ფებურთელები მატჩის შემდეგ

 

ანდრეს ინიესტა: "მადრიდელები ლიდერები არიან, მათ უპირატესობა აქვთ, თუმცა წინ კიდევ 6 ტურია. ჩვენი ვალია ექვსივე შეხვედრის მოგება. ფეხბურთელებს "ელემენტები" მუდამ "დატენილი" უნდა გვქონდეს და ახლოს ვიყოთ "რეალთან". ბევრი რამ შეიცვალა და ახლა კვლავ სამ ფრონტზე ვიბრძვით, ბოლომდე ასე იქნება. ლიონელ მესი გოლი გაიტანა ერთ შეხებით გაკეთებული პასით. როდესაც მეტოქე ჩაკეტილია საკუთარ საჯარიმოში, აუცილებელია სწრაფი გადაცემები. გუნდი სწორ გზას ადგას და უპირატესობების გამოყენებას ვეცდებით. ბედნიერი ვარ, რადგან ეს გამარჯვება აბიდალს მივუძღვენით. აბი, ეს შენთვისაა! "ატლეტიკოსა" და "ბლანკოსის" დაპირისპირება ძალიან საინტერესო იქნება, რადგან ეს დერბია. ვუყურებ ამ შეხვედრას. ეჭვგარეშეა, რომ ძალიან სანახაობრივი გამოვა"

 

მარტინ მონტოია: "ძალიან ადვილია ასეთ გუნდში თამაში, რადგანაც საუკეთესოები არიან. გვმართებს ყველა შეხვედრის მოგება და იმედია, "ლოს ბლანკოსი" კლვავ დაკარგავს ქულებს. ბრწყინვალედ ვმუშაობთ და არაჩვეულებრივ ფორმაში ვართ. უდიდესი ფსიქოლოგიური ზეწოლა უნდა განვახორციელოთ პრინციპულ მეტოქეზე. რა თქმა უნდა, სხვაობა საგრძნობლად შეიცვალა. კარგია, როცა 10 ქულიანი ჰანდიკაპი 1-მდე ჩამოგყავს. ასე გავარგძელებთ".

 

ვიქტორ ვალდესი: "ბოსი ყოველთვის იმას გვეუბნება, რაც საჭიროა. ახლა ლა ლიგის დასკვნითი ფაზაა. მხოლოდ ერთი ქულაა სხვაობა ლიდერთან და დაველოდებით რას იზამს "რეალი". დღეს სამუშაო ბრწყინვალედ შევასრულეთ. ფანტასტიკური მატჩი ჩაატარა გუნდმა. ხაზი მინდა გავუსვა იმ ფაქტს, რომ მატჩის დასასრულს მოედანზე კლუბის 10 აღზრდილი ფეხბურთელი იყო"

 

ადრიანო კორეია: "არ უნდა მოვეშვათ, რადგან სეზონის საუკეთესო ნაწილი ჯერ კიდევ წინაა. კარგი თამაში იყო და მუდამ ვუტევდით, შესაბამისად, სასურველ შედეგსაც მივაღწიეთ. გვჯერა, რომ ტიტულს მოვიგებთ. ბრძოლას ბოლომდე არ შევწყვეტთ, რადგან უამრავი ქულაა გასათამაშებელი. მთელი ფიქრები ამაზე უნდა მოვმართოთ და სეზონის ბოლომდე ვიმუშაოთ. "ლევანტე" ყოველთვის უხერხული მეტოქეა. მნიშვნელოვანი მატჩის გამართვა მოგვიწევს მათთან. საკუთარ თავებს იმის უფლებას ვერ მივცემთ, რომ დავუშვათ ის შეცდომები, რომლის გამოც დავკარგეთ უამრავი ქულა"

 

პედრო როდრიგესი: "ფანები ბრწყინვალენი იყვნენ, სიტყვები არ მყოფნის. დიდებულად შესრულებული საქმე გუნდის მიერ და შესანიშნავი შედეგი. ეს ყველაფერ ჩვენს მეგობარს, ერიკ აბიდალს ეძღვნება"

 

ისააკ კუენკა: "ეს გამარჯვებაა შენთვისაა აბი! იყავი ძლიერი, რადგანაც შენს დაბრუნებას მოუთმენლად ველით".

 

მარკ მუნიესა: "დიდი პატივია, როცა გუნდი შეხვედრის ასრულებს საკუთარი 10 აღზრდილი ფეხბურთელით. იმედი გვაქვს, რომ ოდესმე ამ ფეხბურთელების რიცხვი 11-მდეც გაიზრდება".

 

დანიელ ალვეში: "დიდებული სამუშაო გუნდის მხრიდან. წინ უნდა ვიაროთ"

  • ტეგები
    გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 0 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.