პელე: "თუ მესის საუკეთესოობა სურს, მაშინ ნეიმარს უნდა აჯობოს"

პელე: "თუ მესის საუკეთესოობა სურს, მაშინ ნეიმარს უნდა აჯობოს"

მსოფლიოსა და ბრაზილიური ფეხბურთის ლეგენდამ, ედისონ არანტეს დო ნასიმიენტო პელემ კიდევ ერთხელ გამოხატა თავისი რწმენა ნეიმარისადმი და განაცხადა, რომ ის უკეთესი ფეხბურთელია, ვიდრე მსოფლიოს ამჟამინდელი საუკეთესო ფეხბურთელი - ლიონელ მესი. ბრაზილიელის თქმით, ლეომ ჯერ ნეიმარს უნდა აჯობოს, რათა ყველა დროის საუკეთესო გახდეს.

 

"ახლა ყველა მესიზე საუბრობს, იგი ვარსკვლავია. თუ მას ყველა დროის საუკეთესო ფეხბურთელობა სურს, მაშინ ჯერ ნეიმარს უნდა აჯობოს". აცხადებს 71 წლის ბრაზილიელი.

 

"ამ მომენტისთვის უბრალოდ მესის მეტი გამოცდილება აქვს".

 

მსოფლიოს სამგზის ჩემპიონმა ასევე მარადონაზეც ისაუბრა და განაცხადა, რომ არანაირად არ ემტერება მას: "თქვენ, ჟურნალისტები, ყოველთვის ამბობთ, რომ მე და მარადონა მტრები ვართ, მაგრამ ეს ასე არ არის, ის დიდებული შემტევი ნახევარმცველი იყო". დაასრულა პელემ. 

  • ტეგები
    გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 0 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.