კლასიკოს უნდიანო მალენკო განსჯის

  • 10-04-2012, 19:01
  • კლასიკოს უნდიანო მალენკო განსჯის


    ესპანეთის ფეხბურთის ფედერაციამ გამოქავეყნა იმ არბიტრების სია, რომლებიც პრიმერას 35-ე ტურს იმსაჯებენ, სადაც გაიმართება შეხვედრა ”ბარსელონასა” და ”რეალს” შორის.

    ”ბარსასა” და ”რეალის” შეხვედრაზე დაინიშნა ალბერტო უნდიანო მალენკო, რომლისთვისაც ეს მე-5 კლასიკო იქნება. ბოლო 4 შეხვედრიდან 3 ”ბარსას” გამარჯვებით დასრულდა, ერთი კი მარცხით. ეს გასულ სეზონში, სამეფო თასის ფინალზე მოხდა. ამ სამიდან ერთ-ერთი გამარჯვება ”ბარსელონასთვის” ისტორიული შეიქმნა, როცა ”სანტიაგო ბერნაბეუზე” კატალონიელებმა 2:6 იმარჯვეს.

    საერთოდ ”რეალი” უკეთ ასრულებს იმ შეხვედრებს, სადაც უნდიანო მალენკო მსაჯობს. მსაჯთა ამ ბრიგადის მუშაობისას ”რეალმა” 32 შეხვედრიდან 21 მოიგო, 6 მატჩი ფრედ დაასრულა და დამარცხდა 5 შეხვედრაში. ”ბარსამ” კი მისი მსაჯობის დროს 30 მატჩიდან იმარჯვა 17-ში, ფრედ დაასრულა 12 მატჩი და დამარცხა 1 შეხვედრაში.

    გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 0 ]
    ინფორმაცია
    მომხმარებლებს, რომლებიც იმყოფებიან ჯგუფში სტუმარი, ამ მასალაზე კომენტარის დამატების უფლება არ აქვთ.
    პარტნიორები
    Flashscore.ge