აგენტი: "ვილა "ბარსელონაში" თავს კარგად გრძნობს"

აგენტი: "ვილა "ბარსელონაში" თავს კარგად გრძნობს"

მიგელ ანხელ ვარა–დავიდ ვილას აგენტი, დარწმუნებულია, რომ მისი კლიენტი დარჩება კატალონიის "ბარსელონაში". ვარას თქმით, ესპანელი გოლეადორი თავის ამჟამინდელ გუნდში თავს შესანიშნავად გრძნობს და არსად წასვლას არ აპირებს.

 

"ინფორმაცია იმის შესახებ, რომ ვილა "ბარსელონას" დატოვებს–ჭორია და მეტი არაფერი. ჩვენ ამის შესახებ არაფერი ვიცით და არც არავინ დაგვკავშირებია ამასთან დაკავშირებით. არანაირ მოლაპარაკებას არ ვმართავთ სხვა გუნდებთან. დავიდს კიდევ 2 წელი აკავშირებს "ბარსელონასთან" და ის აქ ძალზედ ბედნიერია. როგორ შეიძლება არ იყო ბედნიერი გუნდში, რომელიც მსოფლიოს და ევროპის ჩემპიონია?" –განაცხადა ვარამ.

 

როგორც მოგეხსენებათ, ვილამ ტრავმა კლუბების მსოფლიო ჩემპიონატზე მიიღო; ეს იყო გასული წლის დეკემბერში და იმის მერე გადის რეაბილიტაციის კურსს. "გუახეს" ჯერ ოპერაცია ჩაუტარდა და შემდეგ ნელ–ნელა კარგისკენ მიდიოდა საქმე. ახლა იგი მსუბუქადაც კი ვარჯიშობს და მისი დაბრუნება მაისშია დაგეგმილი. 

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 0 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.