1 გოლი გვარდიოლას ერის რეკორდამდე

  • 6-04-2012, 12:57
  • 1 გოლი გვარდიოლას ერის რეკორდამდე


    მიმდინარე სეზონში ”ბარსელონამ” უკვე გაიტანა 157 გოლი, რაც ერთი ნაკლებია 2008/09 სეზონში გატანილზე, რომელიც გვარდიოლას გუნდისთვის ჯერ-ჯერობით საუკეთესო მაჩვენებელია - 158 გოლი სეზონში. 2009/10 სეზონში კატალონიელებმა თავი 138-ჯერ გამოიჩინეს, გასულ სეზონში კი 152-ჯერ.

    2.97 გოლი მატჩში

    ეს 157 გოლი ”ბარსელონამ” 53 შეხვედრაში გაიტანა. ისინი შემდეგნაირად ნაწილდებიან: 86 პრიმერაში, 33 ჩემპიონთა ლიგაში, 23 ესპანეთის თასზე, 8 მსოფლიოს საკლუბო ჩემპიონატზე, 5 ესპანეთის სუპერთასზე და 2 ევროპის სუპერთასზე. საშუალოდ მიმდინარე სეზონში ”ბარსა” მატჩში 2.97 გოლს იტანს, რაც წინა წლების შედეგებზე უკეთესიმაჩვენებელია (2,54 გოლი 2008/09 სეზონში, 2,33 - 2009/10, 2.45 - 2010/11).

    19 სხვადასხვა გოლეადორი

    ”ბარსას” ამ ციფრის მიღწევაში 19 ფეხბურთელი დაეხმარა. ესენი არიან: მესი (58), სესკი (15), ჩავი (14), ალექსისი (11), ვილია (9), ინიესტა (7), პედრო (7), ტელიო (7), კუენკა (4), ტიაგო (3), ალვესი (3), ადრიანო (3), პუიოლი (3), კეიტა (2), პიკე (2), სერხი რობერტო (2), მონტოია (1), აბიდალი (1) და ყოფილი ფეხბურთელი მაქსველი (1).

    ლეო მესის მაჩვენებელი მართლაც რომ შთამბეჭდავია. არგენტინელს ”ბარსას” გოლების 37 პროცენტი აქვს გატანილი, მატჩში საშუალოდ ის 1.18 გოლს იტანს.

    გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    თეგები: მესი
    კომენტარები [ 0 ]
    ინფორმაცია
    მომხმარებლებს, რომლებიც იმყოფებიან ჯგუფში სტუმარი, ამ მასალაზე კომენტარის დამატების უფლება არ აქვთ.
    პარტნიორები
    Flashscore.ge
    Live TV