მესიმ ანრის გადაუსწრო

მესიმ ანრის გადაუსწრო

კატალონიის "ბარსელონას" არგენტინელი ფეხბურთელის, ლიონელ მესის მიერ გატანილი გოლები "მილანის" წინააღმდეგ ჩემპიონთა ლიგის 1/4 ფინალურ მატჩში მისთვის ამ ტურნირში 50–ე და 51–ე გამოდგა.

 

ჩემპიონთა ლიგაზე 24 წლის ვარსკვლავს უკვე 51 გოლი მოუგროვდა. დღეს შესრულებული დუბლით, მან უკან ჩამოიტოვა ყოფილი თანაგუნდელი, ლონდონის "არსენალის" ნამდვილი ლეგენდა და ყველა დროის ერთ–ერთი საუკეთესო თავდამსხმელი ტიერი ანრი. ახლა მის წინ ასევე ლეგენდები–რაულ გონსალეს ბლანკო და რუუდ ვან ნისტელროი არიან.

 

ლეომ კიდევ ერთი რეკორდი გაიმეორა: აქამდე ჟოზე ალტაფინის 14 გოლი ჰქონდა გატანილი ჩემპიონთა ლიგის ერთი სეზონის მანძილზე, თუმცა მესიმ უკვე შეძლო იგივე მაჩვენებლის დაფიქსირება და წინ კიდევ მინიმუმ 2 თამაში აქვს ჩასატარებელი; ასე რომ შედეგის გაუმჯობესებასაც უნდა ველოდეთ...

 

დავუბრუნდეთ ჩემპიონთა ლიგის ყველა დროის საუკეთესო ბომბარდირებს. იხილეთ მოთამაშეები, რომლებიც პირველ 5 პოზიციაზე არიან განთავსებულნი.

 

1. რაულ გონსალესი – 71 გოლი

2. რუუდ ვან ნისტელროი – 56 გოლი 

3. ლიონელ მესი – 51 გოლი

4. ტიერი ანრი – 50 გოლი

5. ანდრეი შევჩენკო – 48 გოლი 

  • ტეგები
    გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 0 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.