"ბარსა" ტიაგოსა და პუიოლის ბარათებს გაასაჩივრებს

"ბარსა" ტიაგოსა და პუიოლის ბარათებს გაასაჩივრებს

დღეს ს/კ "ბარსელონამ" ტურნირის კომიტეტს წარუდგინა საჩივარი "მალიორკა"-"ბარსელონას" მსაჯის მიერ ტიაგო ალკანტარასთვის ნაჩვენები ორი ყვითელი, ხოლო კარლეს პუიოლისთვის მიცემული ერთი ყვითელი ბარათის შესახებ.

 

ორივე შემთხვევაში მსაჯმა თავის პატაკში ჩაწერა, რომ "ბარსას" ფეხბურთელებს ყვითელი ბარათები მისცა "ბურთზე ხელით თამაშის გამო, რამაც ხელი შეუშალა მეტოქეს თამაშში." ტიაგოს შემთხვევაში არბიტრის მიერ ნაჩვენები ყვითელი ბარათი მეორე აღმოჩნდა შეხვედრაში, ამიტომ ფეხბურთელს მოედნის დატოვება მოუხდა. 10 კაცით დარჩენილმა კატალონიურმა გრანდმა მოგება მაინც მოახერხა და აქტივში მნიშვნელოვანი 3 ქულა ჩაიწერა.

 

შეგახსენებთ, რომ "მალიორკასა" და "ბარსელონას" შეხვედრა კატალონიელთა გამარჯვებით, ანგარიშით 0:2 დასრულდა.

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 0 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.