იბრაჰიმოვიჩი: "მილანს" არაფერი აქვს დასაკარგი "ბარსასთან" მატჩში

იბრაჰიმოვიჩი: "მილანს" არაფერი აქვს დასაკარგი "ბარსასთან" მატჩში

ესპანური პრესის ინფორმაციით, ზლატან იბრაჰიმოვიჩმა კომენტარი გააკეთა "მილანისა" და "ბარსელონას" მოახლოებულ დაპირისპირებაზე.

 

შეგახსენებთ, რომ პირველი მატჩი 28 მარტს "სან სიროზე" გაიმართება.

 

"უდაოდ ძალიან რთული თამაში იქნება. "ბარსელონა" მსოფლიოს საუკეთესო გუნდია. კატალონიელები ფავორიტები არიან, მაგრამ "მილანს" დასაკარგი არაფერი აქვს, მათ კი აქვთ. ჩვენ უნდა ვითამაშოთ და იმედი მაქვს, რომ ჩვენი გუნდი ოპტიმალურ მდგომარეობაში იქნება, რომ მეტოქე დაამარცხოს. უნდა ვითამაშოთ გაბედულად, იმაზე ფიქრით, რომ სასურველი შედეგის მიღწევა შეგვიძლია."

 

"ჩვენ მზად ვართ "ბარსელონასთვის". თუ ევროპული თასების მოგება გვსურს, ასეთ მატჩებში გამარჯვებები უნდა დავიწყოთ. ჩვენ გვმართებს "ბარსელონას" და არა მესის გაჩერება, ისევე როგორც "ბარსელონას" მიზანი იქნება "მილანის" გაჩერება." - განაცხადა იბრაჰიმოვიჩმა.

  • ტეგები
    გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 0 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.