"მილანთან" მატჩის განაცხადში აფელაიც მოხვდა

"მილანთან" მატჩის განაცხადში აფელაიც მოხვდა

მიუხედავად იმისა, რომ ჰოლანდიელ ფეხბურთელს ექიმებისგან თამაშის ნებართვა არ მიუღია, იგი "მილანთან" მატჩის განაცხადში მოხვდა.

 

დღეს ს/კ "ბარსელონამ" ჩემპიონთა ლიგის პირველი 1/4 ფინალური მატჩის განაცხადი გამოაქვეყნა. შეგახსენებთ, რომ კატალონიური გრანდი "მილანს" უპირისპირდება.

 

დიდი სიახლეა ის, რომ განაცხადში მოხვდა ჰოლანდიელი ნახევარმცველი, იბრაჰიმ აფელაი, რომელსაც ექიმებისგან ჯერ არ მიუღია თამაშის ნებართვა. არავინ იცის, ითამაშებს თუ არა იბი "მილანის" წინააღმდეგ, თუმცა ის გუნდს ვარჯიშებისთვის ესაჭიროება.

 

"მილანთან" მატჩის განაცხადი ასეთია: ვალდესი, პინტო, ალვეში, პიკე, ფაბრეგასი, პუიოლი, ჩავი, ინიესტა, სანჩესი, მესი, ტიაგო, მასკერანო, კეიტა, ბუსკეტსი, პედრო, აფელაი, კუენკა, მუნიესა, მონტოია, ოიერი და ტელიო.

 

აღსანიშნავია, რომ განაცხადს მიღმა დარჩა ადრიანო, რომელიც ლა ლიგის მატჩში დაშავდა.

 

შეგახსენებთ, რომ "ბარსელონა" და "მილანი" ოფიციალურ მატჩებში ერთმანეთს სულ 14-ჯერ შეხვდნენ. კატალონიელებს იტალიელებთან შედარებით მცირე უპირატესობა აქვთ. მათ 5 მატჩი მოიგეს, 5-ჯერ გააგორეს ფრე, ხოლო 4-ჯერ დამარცხდნენ.

  • ტეგები
    გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 0 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.