ლა ლიგის 11 ფინალი

ლა ლიგის 11 ფინალი

"ბარსელონა" და "რეალი" ჩემპიონატის გადამწყვეტი მატჩებისთვის ემზადებიან.

 

ლა ლიგაში განკითხვის დღე დგება. "რეალი" და "ბარსელონა" ჩემპიონატის დარჩენილი 11 მატჩისთვის ემზადებიან, მათ შორის კი სხვაობა 8 ქულაა. ფინიშის ხაზამდე არცთუ ცოტა მნიშვნელოვანი დეტალია, რომელსაც ჩემპიონობაზე ზეგავლენის მოხდენა შეუძლია. "ბარსელონა" საკუთარ მოედანზე უმასპინძლებს "კლასიკოს". ამასთან, ორივე გრანდს წინ დერბი ელის ("ატლეტიკო"-"რეალი", "ბარსელონა"-"ესპანიოლი").

 

მეტოქეები გასავარდნი ზონიდან და ევროთასების ზონიდან

მომავალი მეტოქეების შედარებისას უნდა ავღნიშნოთ, რომ ორივე გრანდს ელის შეხვედრა ჩემპიონატის აუტსაიდერთან: "რეალი"-"სპორტინგი", "ბარსელონა"-"სარაგოსა". ასევე დარჩენილ 11 ტურში იქნება მატჩები ევროთასების ზონაში მოხვედრისთვის მებრძოლ გუნდებთან: "რეალი"-"ვალენსია", "ბარსელონა"-"ლევანტე".

 

დარჩენილი მატჩები:

29-ე ტური

"ბარსელონა"-"გრანადა"; "ვილიარეალი"-"რეალი"

30-ე ტური:

 "მალიორკა"-"ბარსელონა"; "რეალი"- "რეალ სოსიედადი"

31-ე ტური:

"ბარსელონა"-"ატლეტიკი"; "ოსასუნა"-"რეალი"

32-ე ტური:

"სარაგოსა"-"ბარსელონა"; "რეალი"-"ვალენსია"

33-ე ტური:

"ბარსელონა"-"ხეტაფე"; "ატლეტიკო"-"რეალი"

34-ე ტური:

"ლევანტე"-"ბარსელონა"; "რეალი"-"სპორტინგი"

35-ე ტური:

"ბარსელონა"- "რეალი"

36-ე ტური:

"რაიო ვალიეკანო"-"ბარსელონა"; "რეალი"-"სევილია"

20-ე ტური (გადადებული):

"ბარსელონა"-"მალაგა"; "ატლეტიკი"-"რეალი"

37-ე ტური:

"ბარსელონა"-"ესპანიოლი"; "გრანადა"-"რეალი"

 38-ე ტური:

"ბეტისი"-"ბარსელონა"; "რეალი"-"მალიორკა"

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 0 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.