ექიმი: ”აბიდალი ”ბარსაში” კვლავ ითამაშებს”

ექიმი: ”აბიდალი ”ბარსაში” კვლავ ითამაშებს”


ბევრი საუბრობს, რომ ღვიძლის გადანერგვის შემდეგ ერიკ აბიდალის საფეხბურთო კარიერა დასრულდება. ფეხბურთელის ექიმი, ჟან-დანიელ ჩიჩე კი ამბობს, რომ ერიკი კვლავ ითამაშებს ”ბარსელონას” მაისურით.

აბიდალი მზადაა ბრძოლისთვის. მისი მიზანი ფეხბურთის თამაშის გაგრძელებაა” - განაცხადა ექიმმა.

ერიკ აბიდალი, რომელსაც 1 წლის წინ ღვიძლზე სიმსივნე მოაშორეს უახლოეს დღეებში კვლავ საოპერაციოა. მოვლენების ასეთ განვითარებას ექიმები შარშანაც არ გამორიცხავდნენ. ექიმს შეეკითხნენ, შეძლებს თუ არა ფეხბურთელი ევროპის ჩემპიონატისთვის გამოჯანმრთელებას.

თუკი ამ ტურნირის შესახებ ვილაპარაკებთ, მაშინ შანსები მინიმალურია. ახლა ყველაზე მთავარი ერიკის ჯამრთელობაა”.

დაბრუნების დრო

ოპერაციის ჩატარების შემდეგ აბიდალს საავადმყოფოში 20 დღით მოუწევს დარჩენა. ნორმალურ აქტიურ ცხოვრებას კი ფრანგი ფეხბურთელი დაახლოებით 3 თვეში დაუბრუნდება.

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 0 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.