გომესი: "ვერასდროს ვიქნები მესისნაირი ფეხბურთელი"

გომესი: "ვერასდროს ვიქნები მესისნაირი ფეხბურთელი"

გერმანიის ეროვნული ნაკრებისა და მიუნხენის "ბაიერნის" თავდამსხმელმა, მარიო გომესმა, რომელმაც ჩემპიონთა ლიგის ბოლო შეხვედრაში პოკერი შეასრულა, განაცხადა, რომ მისი მიზანი არ არის არგენტინელ ლიონელ მესისთან კონკურენცია. შეგახსენებთ, რომ ამ უკანასკნელმა ამავე ტურნირში 5 გოლი გაუტანა ერთ შეხვედრაში ლევერკუზენის "ბაიერს". იტყობინება ესპანური პრესა.

 

"მე ვერასდროს ვიქნები ისეთი კარგი ფეხბურთელი, როგორიც მესია. არ ვცდილობ, რომ მას კონკურენცია გავუწიო. არგენტინელი აბსოლუტურად სხვა დონის მოთამაშეა. მე არ ვთვლი თავს მის კონკურენტად, რადგან ლეო დიდებული ფეხბურთელია, თვით სრულყოფილება". დაასრულა მარიო გომესმა. 

 

შეგახსენებთ, რომ "ბაიერნიც" და "ბარსელონაც" 1/4 ფინალში განაგრძობენ ასპარეზობას და ორივე გუნდმა 7-7 გოლი გაუტანა ბოლო შეხვედრაში თავიანთ ოპონენტს. 

  • ტეგები
    გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 0 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.