სუბისარეტა: "პეპი ვალდებული არაა, კვირის ბოლომდე მიიღოს გადაწყვეტილება"

სუბისარეტა: "პეპი ვალდებული არაა, კვირის ბოლომდე მიიღოს გადაწყვეტილება"

კატალონიის "ბარსელონას" სპორტულმა დირექტორმა, ანდონი სუბისარეტამ განაცხადა, რომ კლუბი კვლავ არ აჩქარებს გუნდის მთავარ მწვრთნელს, პეპ გუარდიოლას კონტრაქტის გახანგრძლივებასთან დაკავშირებით გადაწყვეტილების მიღებას.

 

"არ მესმის პრესის ყურადღება და ინტერესი, მაგრამ ამ მხრივ ჩვენ მშვიდი კვირა გველის. გუარდიოლა ვალდებული არაა, მიიღოს გადაწყვეტილება კვირის ბოლომდე. ეს მოხდება მაშინ, როცა ეს მოხდება." - ციტირებს სუბისარეტას სიტყვებს Sport.

 

შეგახსენებთ, რომ პეპ გუარდიოლას კონტრაქტს მიმდინარე წლის ივნისში გასდის ვადა.

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 0 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.