მესი კვლავ პრიმერა დივიზიონის საუკეთესო ფეხბურთელია

მესი კვლავ პრიმერა დივიზიონის საუკეთესო ფეხბურთელია

 კატალონიის "ბარსელონას" თავდამსხმელმა ლიონელ მესიმ ზედიზედ მეორედ მიიღო პრიმერა დივიზიონის საუკეთესო ფეხბურთელის ტიტული, რომელიც "მარკამ" დააწესა, გვატყობინებს "სპორტ-ექსპრესი".

 ჟიურის წევრები ისეთი ცნობილი ადამიანები იყვნენ, როგორებიც არიან: ფაბიო კაპელო, ანდონი სუბისარეტა, ფერნანდო იერო, ზინედინ ზიდანი და სხვები. გამოკითხვის შედეგებით არგენტინელმა პორტუგალიელ კრიშტიანუ რონალდუს გაასწრო. მესამე ადგილი კი მესის თანაგუნდელმა, ხავი ერნანდესმა დაიკავა.

ჩემპიონის ტიტულთან ერთად ლეო ტურნირის ბომბარიდირც გახდა, გაიტანა რა 34 გოლი 35 მატჩში. მის ანგარიშზე 13 საგოლე გადაცემაა.

წყარო: Soccer.ru

  • ტეგები
    გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 0 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.