ჩავი: ”მესი სრულიად უნიკალური ფეხბურთელია”

ჩავი: ”მესი სრულიად უნიკალური ფეხბურთელია”


”ბარსელონას” ნახევარმცველმა, ჩავი ერნანდესმა განაცხადა, რომ მსოფლიოში ლეო მესის მსგავსი ფეხბურთელი არ არის.

მესის რომელიმე ფეხბურთელთან შედარება არ შეიძლება. ის სრულიად უნიკალური ფეხბურთელია. რა თქმა უნდა, სხვა კარგი ფეხბურთელები არიან, რომლებსაც შედეგის მოტანა შეუძლიათ, მაგრამ ლეო მათ ფონზე გამორჩეულია. ვფიქრობ, რომ ის ისტორიაში არსებულ ყველა რეკორდს დაამხობს. ბედნიერი ვარ იმის გამო, რომ მის თამაშს ვუყურებ. მესისთან ერთად თამაში ადვილია. თავს დაუმარცხებლად არასდროს მივიჩნევთ, მაგრამ გუნდი ყოველთვის სწორადაა მოტივირებული და დარწმუნებული საკუთარ ძალებში. ძალიან ბედნიერები ვართ იმ ტიტულებით, რომლებიც ბოლო პერიოდში მოვიპოვეთ. ჩვენ ძალიან მოგვწონს გამარჯვება”.

იმედი მაქვს, რომ გვარდიოლა გუნდს არ დატოვებს. ეს ჩვენ დამატებით რწმენას მოგვცემს, რადგან ის გუნდის მთავარი ფიგურაა. ზუსტად მან შეძლო ლეო მესის ზუსტი გამოყენება” - ჩავის სიტყვებს Europa Press” ციტირებს.

  • ტეგები
    გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 0 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.