ჯონათანმა 2012–მდე გაახანგრძლივა

ჯონათანმა 2012–მდე  გაახანგრძლივა

კატალონიის "ბარსელონას" ოფიციალური საიტი იტყობინება, რომ "ბარსა ატლეტიკის" მექსიკელმა ნახევარმცველმა ჯონათან დოს სანტოსმა კონტრაქტი გაახანგრძლივა და იგი უახლოესი 2 წლის განმავლობაში კვლავ "ბლაუგრანას" ღირსებას დაიცავს. დოს სანტოსი ახალი კონტრაქტის თანახმად გუნდში 2012 წლამდე დარჩება. ჯონათანი ლა მასიას 2002 წელს შეურთდა და მას წელს, 20 წლის ასაკში ჰქონდა დებიუტი პირველ გუნდში. მან  ლა ლიგის 3 თამაშში მიიღო მონაწილეობა და თითო–ჯერ ჩემპიონთა ლიგასა და თასზეც ითამაშა: "მე მსურს მთელი ცხოვრება "ბარსელონაში" გავატარო, მაგრამ ფეხბურთში შეიძლება ყველაფერი მოხდეს, განაცხადა დოს სანტოსმა, რომლის გამოსასყიდი თანხა 30 მილიონია.

 

წყარო:totalbarca.com

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 0 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.