ოკამპოსი "ბარსას" ინტერესის სფეროში მოექცა

ოკამპოსი "ბარსას" ინტერესის სფეროში მოექცა

კატალონიის "ბარსელონა" ძალიანაა დაინტერესებული "რივერ პლეიტის" ფეხბურთელით. როგორც სხავადასხვა გამოცემები იტყობინებიან, "ლურჯ–ბროწეულისფერები" მზად არიან ლუკას ოკამპოსის შესაძენად და ამისათვის ყველაფერს გააკეთებენ.

 

როგორც "Radio Continental–ი" იტყობინება, "ბლაუგრანას" ხელმძღვანელობა მალე გავა კონტაქტზე "რივერ პლეიტის" მესვეურებთან და უფრო დაწვრილებით შეათანხმებს ყველაფერს. ერთი შეხედვით ჩანს, რომ კატალონიელები სერიოზულად ფიქრობენ ახალგაზრდა ტალანტის შეძენას.

 

საინტერესოა ის ფაქტი, რომ ოკამპოსით ევროპაში უკვე დაინტერესდნენ ისეთი გუნდები, როგორებიც არიან "ჩელსი" და "უდინეზე". ასევე გავრცელდა ინფორმაცია იმის შესახებაც, რომ არგენტინული გუნდი 17 წლის ფეხბურთელს 15 მილიონ ევროდ აფასებს. 

 

პ.ს. შემდეგში ელოდეთ სტატიას სათაურით: "ბარსელონა" ჭიჭვეიშვილით დაინტერესდა"... 

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 0 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.