პედრო: "გვარდიოლას გარეშე ამ ყველაფრის მიღწევა შეუძლებელი იქნებოდა"

პედრო: "გვარდიოლას გარეშე ამ ყველაფრის მიღწევა შეუძლებელი იქნებოდა"

კატალონიურმა გამოცემამ ”El Periódico-მ”, დაბეჭდა ექსკლუზიური ინტერვიუ "ბარსელონასა" და ესპანეთის ნაკრების ახალ წევრ პედრო როდრიგესთან.

-გიადვილდება ნაკრებში თამაში იმის გამო, რომ აქ შენი ბევრი თანაგუნდელია?
-დიახ, ეს ასეა. ჩემი თანაგუნდელები მხარში მიდგანან, რაც ძალიან მეხმარება ახალ გარემოსთან ადაპტირებაში. მე ძალიან მადლიერი  ვარ ყველასა და ყველაფრის გამო.
-რაში მდგომარეობდა იმის საიდუმლო, რომ ესპანეთის მესამე დივიზიონიდან ერთ წელზე ნაკლები დაგჭირდა მოგეგო ყველა ტიტული "ბარსელონასთან" ერთად?
-მუშაობა, სურვილი, საკუთარი თავის მართვა, ისეთი მწვრთნელის ნდობა როგორიც გვარდიოლაა, რომელმაც მე მომცა სათამაშო დრო თავის გამოსაჩენად. მის გარეშე ამ ყველაფრის მიღწევა შეუძლებელი იქნებოდა, ის ნამდვილად ყველაზე მაღლა დგას ჩემთვის და ყოველთვის ვცდილობ დავუმტკიცო, რომ მისი ნდობის ღირსი ვარ. ის ყოველთვის  მადევნებს თვალს და ყოველთვის მადლიერი ვიქნები, რადგან გვარდიოლამ გამხადა ფეხბურთელი.
-ყველაფერი მას შემდეგ დაიწყო, რაც შენ ლა მასიაზე მიხვედი...
-როდესაც იქ მიდიხარ მწვრთნელები მაშინვე აფასებენ შენს შესაძლებლობებს და ხასიათის თვისებებს, ფეხბურთთან ერთად გაასწავლიან "ბარსას" ისტორიას, რაც საბოლოოდ ყველა ფეხბურთელს მოტივაციას მატებს. "ბარსელონას" ახალგაზრდული აკადემია საუკეთესო ადგილია იმისთვის, რომ დაამტკიცო საკუთარი შესაძლებლობები."
-პირველ გუნდში და "ბარსელონას" კანტერაშიც მსგავს ფეხბურთს თამაშობენ?
-დიახ, ახალგაზრდულ გუნდში ძალიან მსგავსი სათამაშო სტილია, უამრავი გადაცემითა და ბურთის დიდი ხნით ფლობით, ამის გამო, მე არ გამჭირვებია "ბარსელონაში" გადასვლის შემდეგ თანაგუნდელებთან თამაშის აწყობა.
-გვარდიოლა და დელ ბოსკე თუ გვანან ერთმანეთს?
-ეროვნული ნაკრების მწვრთნელი ძალიან მშვიდი და წყნარია ახსნის დროს, მე  ორივე ძალიან მომწონს, რადგან ძალიან კარგად მუშაობენ.
-როგორ იხსენებ ევროპის ჩემპიონატს?
-არდადეგებზე ვიყავით მთელი ოჯახი, ერთად ვადევნებდით თვალს ამ დიდებულ საფეხბურთო ზეიმს და მაშინ ნამდვილად ვერ წარმოვიდგენდი თუ დღეს აქ მოვხვდებოდი. მაშინ ესპანეთის ნაკრებმა დიდებულად ითამაშა და ტიტულიც დამსახურებულად მოიგო.
-დელ ბოსკე ისევ განაგრძობს მუშაობას იმავე წარმატების გასამეორებლად, როგორ ფიქრობ, ისეთ დებიუტანტებთან ერთად როგორიც ნავასი, ხავი მარტინესი, პიკე და ბუსკეტსი არიან, ეს იოლი იქნება?
-ეს ძალიან კარგად დაკომპლექტებული გუნდია, ნებისმიერი ფეხბურთელი დიდ ძალას წარმოადგენს, საკუთარ პოზიციაზე, ვიმედოვნებ შორს გასვლას შევძლებთ ჩემპიონატზე. ძალიან მინდა გავიდეთ ფინალში და მოვიგოთ ის, მაგრამ ეს ადვილი არ იქნება, რადგან მსოფლიო ჩემპიონატზე მოხვედრილი გუნდების დამარცხება ძალიან რთულია.

წყარო: TotalBarca.Com

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 0 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.